ტვიტერი

ბალენსიაგამ ტვიტერის ანგარიში წაშალა

ბალენსიაგამ ტვიტერის ანგარიში წაშალა და ამ აქტით მოდის პირველი მსხვილი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც სოცალური მედიის ეს პლატფორმა დატოვა. მოდის სახლი ადასტურებს, რომ აღარ გააგრძელებენ ამ სოციალური ქსელის გამოყენებას, თუმცა მეტად თემას არ

ბალენსიაგამ ტვიტერის ანგარიში წაშალა

ბალენსიაგამ ტვიტერის ანგარიში წაშალა და ამ აქტით მოდის პირველი მსხვილი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც სოცალური მედიის ეს პლატფორმა დატოვა.

მოდის სახლი ადასტურებს, რომ აღარ გააგრძელებენ ამ სოციალური ქსელის გამოყენებას, თუმცა მეტად თემას არ გაშლიან. ბოლო მონაცემებით, ბალენსიაგას ანგარიშს 950 000 გამომწერი ჰყავდა.

ტვიტერის ახალი მფლობელი ელონ მასკია, რომელმაც ქსელის შეძენისთანავე მისი რეორგანიზაცია და რებრენდინგი გადაწყვიტა. კომპანია მიჰყება მფლობელის მიერ შემუშავებულ ახალ ფინანსურ გეგმას, რომელიც კონტენტზე მოდერაციის წესების შემცირებას გულისხმობს და ელონ მასკის თქმით, სიტყვის თვისუფლებაზე ფოკუსირდება.

სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილის აზრით, უსაფრთხოების საკითხების გამო, ეს ტენდენცია მათთვის მიუღებელია და უნდობლობას იწვევს. მიზეზად კვლავ მასკის მიერ ბოლოს დროს გაკეთებულ განცხადებებში სიტყვის თავისუფლებაზე მუდმივი აქცინტირება და დეზინფორმაციისადმი ზერელე დამოკიდებულება სახელდება. 

აღსანიშნავია, რომ თავად მასკმა საკუთარ ანგარიშზე ანტი-ლგბტქი შეთქმულების თეორიის ლინკი გააზიარა. ამას წინ უძღოდა მიმდინარე წლის სექტემბერში რეკლამების გამოჩენა ტვიტერის იმ ანგარიშებზე, რომლებზეც ბავშვთა პორნოგრაფიის ბმულები და სიძულვილის ენის შემცველი კონტენტი იყო განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ დამაზიანებელი კონტენტი ქსელიდან აიღეს, საზოგადოებაში გაღრმავდა შეშფოთება ტვიტერის სანდოობასთან დაკავშირებით.