სლოვენია

სლოვენიაში თანასწორი ქორწინება და შვილად აყვანა დაკანონდა

სლოვენია აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება და შვილად აყვანის შესაძლებლობა დააკანონა. სლოვენია, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა, ევროპის პირველი ყოფილი კომუნისტური ქვეყანაა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. სლოვენიის მეზობელი ქვეყნების

სლოვენიაში ქორწინების თანასწორობა მიიღწა

სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირ სქესიანი წყვილების ქორწინება და შვილად აყვანა ლეგალურად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი, რომელიც ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებას მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს ანიჭებდა წინააღმდეგობაშია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან. სასამართლომ ეროვნულ ასამბლეას შესაბამისი კანონის ჩასწორებისთვის 6-თვიანი ვადა მისცა და ქორწინება

სლოვენიაში თანასწორი ქორწინება და შვილად აყვანა დაკანონდა

სლოვენია აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება და შვილად აყვანის შესაძლებლობა დააკანონა.

სლოვენია, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა, ევროპის პირველი ყოფილი კომუნისტური ქვეყანაა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. სლოვენიის მეზობელი ქვეყნების დიდი ნაწილი სამოქალაქო პარტნიორობასა და ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას არ სცნობს.

ივლისში, სლოვენიის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი, რომელიც ქორწინების უფლებას მხოლოდ კაცსა და ქალს აძლევს, გეი და ლესბოსელი წყვილების მიმართ დისკრიმინირებულია.

სასამართლომ დაუყოვნებლივ შეწყვიტა სადავო პუნქტების განხილვა და პარლამენტს 6 თვის ვადაში კანონში ცვილებების შეტანა დაავალა.

“ამ ცვლილებით ვაღიარებთ ერთი და იმავე სქესის წყვილთა უფლებებს, რომლებიც მათ დიდი ხნის განმავლობაში უნდა ჰქონოდათ”, — განაცხადა სლოვენიის სახელმწიფო მდივანმა, სიმონ მალევაჩმა.

მთავარმა ოპოზიურმა ძალამ, სლოვენიის დემოკრატიულმა პარტიამ, სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ახალი კანონის წინააღმდეგ რამდენიმე აქცია მოაწყო.

“საუკეთესო მამა დედას ვერასდროს ჩაანაცვლებს და პირიქით”, — აღნიშნა დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ალენკა ჯერაჟმა.

სლოვენიაში ქორწინების თანასწორობა მიიღწა

სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირ სქესიანი წყვილების ქორწინება და შვილად აყვანა ლეგალურად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი, რომელიც ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებას მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს ანიჭებდა წინააღმდეგობაშია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან.

სასამართლომ ეროვნულ ასამბლეას შესაბამისი კანონის ჩასწორებისთვის 6-თვიანი ვადა მისცა და ქორწინება განისაზღვრა როგორც „ორ ადამიანს შორის კავშირი მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა“. ამასთან, ერთანირ სქესიან წყვილებს, რომლებიც სამოქალაქო პარტნიორობაში არიან, შვილის აყვანის შესაძლებლობაც ექნებათ.

აქამდე, სლოვენიის მოქალაქე ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის ფორმირება შეეძლოთ, რაც გარკვეულ უფლებებს ანიჭებდათ, თუმცა არა ყველა იმ უფლებას, რაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს ჰქონდათ.

სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა განმარტება, რომლის თანახმადაც, შვილად აყვანასთან დაკავშირებით ახალი სამართლებრივი გადაწყვეტილება არ შევა ძალაში, თუმცა პასუხისმგებელი უწყებები ვალდებულნი იქნებიან დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონის გათვალისწინებით, წყვილებს შვილად აყვანის რიგში დარეგისტრირების თანაბარი შესაძლებლობა მიანიჭონ.

სლოვენია ევროკავშირის წევრი მე-16 ქვეყანა და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანასწორობა დააკანონა.

წყარო: Total Slovenia News