ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და აქტივისტმა, სიუზან სარანდონმა, ახალ ინტერვიუში თავისი ბისექსუალობა დაადასტურა. The Tonight Show-ში, ჯიმი ფელონთან მისი ბოლო სტუმრობისას, მსახიობმა თქვა: “მე ბისექსუალი ვარ, ეს ასეა”. ჰოლივუდის მსახიობი ყოველთვის იყო ლგბტქი
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და აქტივისტმა, სიუზან სარანდონმა, ახალ ინტერვიუში თავისი ბისექსუალობა დაადასტურა.
The Tonight Show-ში, ჯიმი ფელონთან მისი ბოლო სტუმრობისას, მსახიობმა თქვა:
“მე ბისექსუალი ვარ, ეს ასეა”.
ჰოლივუდის მსახიობი ყოველთვის იყო ლგბტქი უფლებების მტკიცე მხარდამჭერი. ჯერ კიდევ 2014 წელს, ოსკარის მფლობელმა სარანდონმა გეი ქორწინებისადმი მხარდაჭერა გამოხატა ადამიანის უფლებათა კაპანიის რეკლამაში – “ამერიკელები ქორწინების თანასწორობისთვის”.
“მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ჩემი საქმე არაა, ვფიქრობ, ვისაც ეს სურს, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, თანაბრად და განურჩევლად”, — ამბობს სიუზანი ვიდეოში.
2017 წელს, Pride Source-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი, 75 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ მისი სექსუალობა “ღია” იყო.
“დიახ, მე ღია ვარ. ჩემი სექსუალური ორიენტაცია, შეიძლება ითქვას, ბოლომდე განსაზღვრული არ არის”, — განაცხადა მან.
სიუზან სარანდონმა პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მიუზიკლში Rocky Horror Picture Show ითამაშა. 1995 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის ფილმში Dead Man Walking. მსახიობი ასევე ცნობილია პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმით, მათ შორის, სხვადასხვა პროგრესული, სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მხარდაჭერით.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების