ევროკავშირის დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დაწესებულების პროექტი, არაკომერციულ ორგანიზაცია ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის (OEEC) პარტნიორობით, იწყებს ონლაინ კურსს სთორითელინგი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. კურსი დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს როგორც ლაივ ვორკშოპებს,
ევროკავშირის დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დაწესებულების პროექტი, არაკომერციულ ორგანიზაცია ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის (OEEC) პარტნიორობით, იწყებს ონლაინ კურსს სთორითელინგი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. კურსი დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს როგორც ლაივ ვორკშოპებს, ასევე, ვიდეო სემინარებს, ინდივიდუალურ ქოუჩინგს და საშინაო დავალებებს. კურსი ონლაინ პლატფორმა Cities of Learning-ის მეშვეობით ჩატარდება და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები სერტიფიკატსა და აღნიშნული ონლაინ პლატფორმის კრედიტებს მიიღებენ.
“საჯარო დისკურსში, სადაც ამდენი ხმაა, სამოქალაქო აქტივისტებისთვის რთულია, თავიანთი ისტორიები სხვებს გააგებინონ, მაგრამ დახმარება აქვეა”, – წერია აღწერაში.
კურსი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოებაში მომუშავე ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). კურსში მონაწილეობა სტარტაპების ლიდერებს, აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა და სხვა მოხალისეებსაც შეუძლიათ.
აღწერის მიხედვით, მონაწილეები უკეთ გაიგებენ, რატომაა ისტორიები ყველაზე მძლავრი საკომუნიკაციო საშუალება. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ, შექმნან და ფართოდ გაავრცელონ თავიანთი ისტორიები სწორ მესიჯებზე დაყრდნობით; ისინი შეძლებენ, შეცვალონ აუდიტორიის აღქმა თავიანთ მესიჯებთან მიმართებით.
მონაწილეებისთვის სავალდებულოა, რომ სამუშაო ფაილებიდან, რომელიც 12 ვიდეოს მოიცავს, 3 სავალდებულო და 1 არჩევითი ელემენტი შეასრულონ. მათთვის, ვისაც მაღალი ჩართულობა ექნება, უზრუნველყოფილი იქნება ერთი-ერთზე ქოუჩინგ სესიები კურსის ექსპერტებთან, რათა მონაწილეებს სთორითელინგის სპეციფიკური ასპექტებში დაეხმარონ.
კურსის ტუტორები და ქოუჩები რეგიონის სხვადასხვა გამოცდილების მქონე პროფესიონალებსა და კრეატიული აზროვნების მქონე ადამიანებს აერთიანებს.
კურსი უფასოა, ხოლო სამუშაო ენა — ინგლისური. კურსი ღია იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ყველა ქვეყნისთვის პლატფორმაზე Cities of Learning. დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ პლატფორმაზე მონაწილეობის ფორმა 20 იანვრამდე უნდა შეავსონ.
კურსისთვის შეირჩევა 25 მონაწილე, ხოლო დაწყების დადასტურებული თარიღის გარკვევისა და სხვა დეტალების შესახებ პლატფორმა Cities of Learning-დან და მათი სოციალური ქსელებიდან შეიტყობთ.
Don't Miss
სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა