სამოქალაქო მოძრაობა — ხმა, რომელიც მშრომელთა უფლებებისთვის იბრძვის, სოციალური კაფეს დაარსებას აპირებს, სადაც უმასპინძლებენ სტუდენტებს, მშრომელებს, მშრომელ სტუდენტებსა და ყველას, ვისაც აზრების გაცვლისთვის, სოციალური გარდაქმნებისთვისა და საჯარო ლექციებისთვის ორგანიზების სივრცე სჭირდება. „ჩვენი
სამოქალაქო მოძრაობა — ხმა, რომელიც მშრომელთა უფლებებისთვის იბრძვის, სოციალური კაფეს დაარსებას აპირებს, სადაც უმასპინძლებენ სტუდენტებს, მშრომელებს, მშრომელ სტუდენტებსა და ყველას, ვისაც აზრების გაცვლისთვის, სოციალური გარდაქმნებისთვისა და საჯარო ლექციებისთვის ორგანიზების სივრცე სჭირდება.
„ჩვენი მიზანი ფულის შოვნა არაა. ჩვენი მიზანია, გვქონდეს საერთო ადგილი, შეხვედრის სივრცე, სადაც იქნება იაფი საკვები ყველასთვის, აზრი ყველასთვის, უკეთესი საზოგადოებისთვის ბრძოლაში ჩართვის შესაძლებლობა ყველასთვის“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ხმა თანამოაზრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და იმ ნივთების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომლითაც კაფეს მშენებლობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ. ფულადი დონაციისთვის კი მოძრაობის ფეისბუკ გვერდს უნდა მიადევნოთ თვალი.
სამოქალაქო მოძრაობა — ხმა მშრომელთა უფლებებისთვის, უკეთესი სამუშაო პიროებებისთვის, ანაზღაურებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვის, ასევე გვერდში უდგანან იმ სტუდენტებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებამ პრობლემა შეუქმნა და თსუ-სგან ჰიბრიდული სწავლების ფორმატს ითხოვენ.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების