საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს, სხვადასხვა სფეროში 200-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ. მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სთავაზობს სრული ზოგადი განათლების
საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს, სხვადასხვა სფეროში 200-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ. მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სთავაზობს სრული ზოგადი განათლების მიღებასაც. აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ.
„თანამედროვე მსოფლიოში, ეკონომიკის განვითარება სწორედ პროფესიულ განათლებაზე დგას, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების 80% ამ სეგმენტს უჭირავს“, — აცხადებს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, თამარ ქიტიაშვილი.
პროფესიული უნარების სააგენტო კერძო სექტორთან ერთად დაფუძნდა და კერძო სექტორის მიერ სახელმწიფოსთან ერთად იმართება.
სააგენტოს ინფორმაციით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს სთავაზობენ:
- სწავლის სახელმწიფო დაფინანსებას;
- სწავლის პერიოდში ანაზღაურებად სამუშაოს;
- სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს;
- მინიმუმ 2-წლიან სამუშაო გამოცდილებას;
- დასაქმების ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების რეალურ შანსს;
- სწავლის დასრულებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას.
პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მთელი საქართველოს მასშტაბით.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე, ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ აქ.
რეგისტრაცია 2 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
სახელმწიფო პროფესიული კურსები უფასოა და საქართველოს სხვდასხვა რეგიონში განთავსებულ პროფესიული სწავლების სკოლებში ჩატარდება.
Don't Miss
სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა