თბილისი პრაიდმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანიც პროექტ აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის შედეგების შეჯამება და დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა იყო. თბილისი პრაიდის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას განცხადებით, აღნიშნული პროექტის შედეგებმა მის მოლოდინებს
თბილისი პრაიდმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანიც პროექტ აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის შედეგების შეჯამება და დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა იყო.
თბილისი პრაიდის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას განცხადებით, აღნიშნული პროექტის შედეგებმა მის მოლოდინებს გადააჭარბა.
ლგბტქი+ თემის გაძლიერებისა და ჰომოფობიის დაძლევაში წვლილის შეტანის მიზნით, პარტნიორმა ორგანიზაციებმა თემის შერჩეული ლიდერებისთვის და აქტივისტებისთვის შეიმუშავეს ინტენსიური ტრენინგ-კურსი და დააორგანიზეს აქტივიზმის სკოლა, რომლის დასრულების შემდეგაც სკოლის მონაწილეებმა საგრანტო კონკურსის ფარგლებში მცირე საგრანტო პროექტები განახორციელეს.
ოთხმა გამარჯვებულმა გუნდმა მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები წარმოადგინა. გუნდის წევრებმა ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზეც და სამუშაო პროცესზეც.
გუნდების პროექტებს შორის იყო:
- კბილის მოსინჯვა რაჭაში;
- ქოფირაითინგის კურსები ქვიარებისთვის;
- თავშესაფარი შენი უფლებაა;
- ჰომოფობიური ბულინგის აღმოფხვრის ხელშეწყობა სკოლებში.
პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროგრამის მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN) ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის მთავრობის მიერ.
პროექტის მონაწილეების გარდა, შეხვედრას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონული თავმჯდომარე, ბექა ბაჯელიძე, ქვიარ თემის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დრო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე იდეების გაცვლასა და დისკუსიასაც დაეთმო.
პროექტ ჰომოფობიური ბულინგის აღმოფხვრის ხელშეწყობა სკოლებში ფარგლებში ჩაწერილი ვიდეოების ნახვა ქვემოთ მითითებულ ფლეილისტში შეგიძლიათ. თითოეულ ვიდეოში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები ჰომოფობიური ბულინგის ნიადაგზე მომხდარ ნამდვილ ამბებს კითხულობენ, რომლებიც პროექტის იდეის ავტორებმა მოკვლევის შედეგად მოიპოვეს.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების