17 წლის ქვიარ მოზარდი, ლუკა აბლოთია Facebook-ზე წერს, რომ ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. “ეს “კაცი” თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რა შენი საქმეა მე რა
17 წლის ქვიარ მოზარდი, ლუკა აბლოთია Facebook-ზე წერს, რომ ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.
“ეს “კაცი” თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რა შენი საქმეა მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია მერე, კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა.
მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი, სადაც 112 დავრეკე. ეს კაცი მოვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი “ქალი” მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს რადგან ცუდად ვარ, ამას რომ ვწერ. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს. ამ ნაძირალას და ყველას იმ ავტობუსში, ვინც ჩემი უფლებები შელახა, აუცილებლად ვგებინბ პასუხს!”, — წერს ლუკა აბლოთია და ამ ვიდეოს აქვეყნებს:
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური