კრიმინალი

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალება დაადასტურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვიარს უთხრა, რომ ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. “საკონსულო

ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცი თავს დაესხა

ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. „20-მდე ბიჭმა გამოიარა, რომლებმაც რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. სახეში ქვა მომხვდა, დაზიანებები მომაყენეს ბოთლის

სლოვაკეთში შეიარაღებულმა პირმა გეი ბართან ორი ადამიანი მოკლა

13 ოქტომბერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, გეი ბართან, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 2 ადამიანი მოკლა. პოლიციის თქმით, მკვლელობის მოტივი ჯერ დაუდგენელია. სლოვაკური მედია კი

აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  ჰაფზილი 22 თებერვალს, ნათესავმა ამრულა გულალიევმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალება დაადასტურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვიარს უთხრა, რომ ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

“საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ისე სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა“, — აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განახლება: ფორმულა დაუკავშირდა ბელგიის პროკურატურას, სადაც განაცხადეს, რომ “გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა აუტოფსია, ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები“.

დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ“, — აღნიშნულია შსს-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობას, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) სქესობრივი ხელშეუხებლობის თავისუფლების წინააღმდეგ რეგისტრირებულია 396 დანაშაული, მათ შორის 137 გაუპატიურება.

სლოვაკეთში შეიარაღებულმა პირმა გეი ბართან ორი ადამიანი მოკლა

13 ოქტომბერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, გეი ბართან, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 2 ადამიანი მოკლა.

პოლიციის თქმით, მკვლელობის მოტივი ჯერ დაუდგენელია. სლოვაკური მედია კი წერს, რომ დამნაშავე სოციალურ ქსელებში იყენებდა ფრაზას “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული”, ასევე, იძებნება ჰეშთეგი #გეიბარი. ახალი ამბების სააგენტო The Dennik N-ის მტკიცებით, თავდამსხმელმა დანაშაულის ჩადენამდე ლგბტქი ადამიანებისა და ებრაელების საწინააღმდეგო მანიფესტიც გამოაქვეყნა.

“თეთრების ბატონობის, რასიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს გამართლება არ აქვს”, — დაწერა სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ტვიტერზე.

დანაშაულის ადგილი მოინახულა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ.

“მინდა ლგბტქი ადამიანებს ვუთხრა, რომ თქვენ არ ხართ ისინი, ვისაც საზოგადოებაში ადგილი არ აქვთ, თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ქუჩაში გავლის. სლოვაკეთში სიძულვილის ადგილი არაა”, — თქვა მან.

წყარო: Reuters

აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ჰაფზილი 22 თებერვალს, ნათესავმა ამრულა გულალიევმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გულალიევმა სასამართლოს განუცხადა – “ვუთხარი, რომ ამ გზიდან [ჰაფიზლი ღიად გეი იყო] გადაეხვია, რაზეც მიპასუხა – “ეს ჩემი ცხოვრებაა, წადი და შენ საქმეს მიხედე”. სამზარეულოდან დანა ავიღე და თავს დავესხი”.

აზერბაიჯანის კანონმდებლობა მკვლელობაში ბრალდებულებისთვის 9-14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისას კი სასჯელი 14-20 წლამდეა

ქვიარ აქტივისტის მკვლელობის გარემოებების გათვალისწინებით, აქტივისტები გულალიევისთვის მკაცრ სასჯელს ითხოვდნენ, თუმცა ოფიციალური უწყებები კამპანიაში ჩართულ ადამიანებსა და მედიას სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. ბრალდებულს 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

ავაზ ჰაფიზლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი აზერბაიჯანელი ლგბტქი აქტივისტი იყო, რომელიც ოფიციალური უწყებების თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.

ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცი თავს დაესხა

ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.

„20-მდე ბიჭმა გამოიარა, რომლებმაც რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. სახეში ქვა მომხვდა, დაზიანებები მომაყენეს ბოთლის ნამსხვრევებითაც“, — იხსენებს ერთ-ერთი დაზარალებული ფორმულასთან საუბრისას.

მეორე დაზარალებულმა კი აღნიშნა, რომ პოლიციას მიმართეს, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს.