პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური დაჯგუფება კონსერვატიული მოძრაობა და მათი იდეების გამჟღერებელი მედიასაშუალება ალტ-ინფო დახურვის საშიშროების წინაშე არიან. აღნიშნული ინფორმაცია დაჯგუფების ლიდერმა, კოკა მორგორშიამ ტელეკომპანია პირველთან საუბრისას გააჟღერა. კოკა მორგოშიას თქმით, „[დახურვის] საშიშროება ყოველთვის
პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური დაჯგუფება კონსერვატიული მოძრაობა და მათი იდეების გამჟღერებელი მედიასაშუალება ალტ-ინფო დახურვის საშიშროების წინაშე არიან. აღნიშნული ინფორმაცია დაჯგუფების ლიდერმა, კოკა მორგორშიამ ტელეკომპანია პირველთან საუბრისას გააჟღერა.
კოკა მორგოშიას თქმით, „[დახურვის] საშიშროება ყოველთვის არის, ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძლებელი” და თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა „ამ წუთას პრობლემაა”, თუმცა იმედი აქვთ, რომ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებენ.
კონსერვატიული მოძრაობის ლიდერმა ისიც თქვა, რომ შეიძლება რამდენიმე რაიონში ოფისები დახურონ, მაგრამ დატოვებენ დიდ ოფისებს, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
გუშინ, პრორუსული დაჯგუფების კიდევ ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ ალტ-ინფოს ეთერში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ალტ-ინფო დახურვის საფრთხის ქვეშაა“, რაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებების, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმისა და 2 ივლისს ჩატარებული „გრანდიოზული“ აქციის ჩატარების შედეგად დამდგარი ფინანსური პრობლემებით ახსნა. ძალადობრივმა დაჯგუფებამ ხალხს ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური