ფანების ნაწილის მხრიდან კრიტიკის შემდეგ, ნეტფლიქსის სერიალის, Heartstopper-ის ვარსკვლავი, კიტ კონორი იძულებული გახდა საკუთარი ბისექსუალობის შესახებ საჯაროდ ესაუბრა. “გილოცავთ, რომ 18 წლის მოზარდი აიძულეთ, დაქამინგაუთებულიყო. ვფიქრობ, ზოგიერთმა თქვენგანმა სერიალის მიზანი ვერ გაიგო”,
ფანების ნაწილის მხრიდან კრიტიკის შემდეგ, ნეტფლიქსის სერიალის, Heartstopper-ის ვარსკვლავი, კიტ კონორი იძულებული გახდა საკუთარი ბისექსუალობის შესახებ საჯაროდ ესაუბრა.
“გილოცავთ, რომ 18 წლის მოზარდი აიძულეთ, დაქამინგაუთებულიყო. ვფიქრობ, ზოგიერთმა თქვენგანმა სერიალის მიზანი ვერ გაიგო”, — დაწერა მან Twitter-ზე.
კონორის ტვიტს კოლეგებისა და ფანების მხარდაჭერა მოჰყვა. კომენტარი დაწერა ნეტფლიქსის სერიალის ავტორმა, ელის ოსმანმაც:
“გაუგებარია, როგორ შეუძლიათ ადამიანებს უყურონ Heartstopper-ს და შემდეგ მხიარულად გაატარონ დრო სხვების სექსუალობის შესახებ მსჯელობაში და სტერეოტიპების მიხედვით განსჯაში”.
კონორის განცხადებას წინ უძღოდა ფანების ნაწილის მხრიდან მსახიობის “ქვიარბეითინგში” დადანაშაულება, რადგან არსებობდა ჭორები მისი ურთიერთობის შესახებ ერთ-ერთ ფილმში მის პარტნიორთან. “ქვიარბეითინგი” მხატვრული ლიტერატურისა თუ გართობის ინდუსტრიის მარკეტინგული ტექნიკაა, ასევე, ცნობილი ადამიანების მიერ ერთგვარი სატყუარას გადაგდება, როცა მიანიშნებენ, თუმცა არ ასახავენ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობებს თუ ლგბტქი თემის რეპრეზენტაციას. მიზანი უფრო მეტი აუდიტორიის მოზიდვაა.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური