ინდოეთი

მსოფლიოში პირველი ღიად გეი მონარქი ინდოეთში „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვისთვის იბრძვის

ინდოეთის პრინცი მანვენდრა სინგ გოჰილი, რომელიც სამეფო ოჯახის მსოფლიოში პირველ ღიად გეი წარმომადგენლად ითვლება, „გარდაქმნის თერაპიის“ წინააღმდეგ იბრძვის. 56 წლის პრინცი 2006 წელს „დაქამინგაუთდა“, იმ დროისთვის ინდოეთში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებული იყო და პრინცის

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახის ცნება ქვიარ წყვილებსაც მოიცავს

ინდური მედიის ცნობით, ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ოჯახი აუცილებლად ქალისა და კაცის ტრადიციული წყვილისგან“ არ შედგება და მოიცავს წყვილებს, რომელთაც ქორწინების გარეშე პარტნიორობა აქვთ გაფორმებული, ასევე ქვიარ ურთიერთობებს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ქვეყანაში ოჯახთან დაკავშირებულ ცნებას აფართოებს და ლგბტქი

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახის ცნება ქვიარ წყვილებსაც მოიცავს

ინდური მედიის ცნობით, ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ოჯახი აუცილებლად ქალისა და კაცის ტრადიციული წყვილისგან“ არ შედგება და მოიცავს წყვილებს, რომელთაც ქორწინების გარეშე პარტნიორობა აქვთ გაფორმებული, ასევე ქვიარ ურთიერთობებს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ქვეყანაში ოჯახთან დაკავშირებულ ცნებას აფართოებს და ლგბტქი წყვილების შვილად აყვანისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

„ოჯახური ურთიერთობები ერთად ცხოვრებას, ქორწინების გარეშე პარტნიორობასა და ქვიარ ურთიერთობებსაც მოიცავს“, — აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.

2014 წელს, ინდოეთმა ტრანსგენდერი ადამიანები მესამე გენდერის წარმომადგენლებად აღიარა, 2018 წელს კი კაცებს შორის სქესობრივი კავშირის დეკრიმინალიზება მოხდა. ოჯახის ცნებასთან დაკავშირებული სიახლე კი ქორწინების თანასწორობისკენ გადადგმული ნაბიჯია, რასთან დაკავშირებითაც საქმის განხილვა ინდოეთის ქვედა პალატის სასამართლოში სამომავლოდ შედგება.

მსოფლიოში პირველი ღიად გეი მონარქი ინდოეთში „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვისთვის იბრძვის

ინდოეთის პრინცი მანვენდრა სინგ გოჰილი, რომელიც სამეფო ოჯახის მსოფლიოში პირველ ღიად გეი წარმომადგენლად ითვლება, „გარდაქმნის თერაპიის“ წინააღმდეგ იბრძვის.

56 წლის პრინცი 2006 წელს „დაქამინგაუთდა“, იმ დროისთვის ინდოეთში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებული იყო და პრინცის თქმით, ელექტროშოკით და სხვა მეთოდებით ცდილობდნენ მისი ორიენტაციის შეცვლას.

„ჩემმა მშობლებმა ჩათვალეს, რომ შეუძლებელი იყო, გეი ვყოფილიყავი, რადგან კულტურით მდიდარ გარემოში გავიზარდე. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ სექსუალობა და აღზრდა ერთმანეთთან კავშირში არაა. მათ ექიმებს მიმართეს და ჩემს ტვინზე ზემოქმედება განიზრახეს, რათა ჰეტეროსექსუალად ვექციე, რამაც ელექტროშოკის თერაპიამდე მიმიყვანა“, — აღნიშნა პრინცმა იმ მომენტის გახსენებისას, როცა მშობლებს სექსუალური ორიენტაცია გაუმხილა.

„გარდაქმნის თერაპიის“ მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ მშობლებმა პრინცზე საჯაროდ თქვეს უარი და წოდება ჩამოართვეს. მედიასაშუალებებში იწერებოდა, რომ პრინცის წოდება „საზოგადოებისთვის მიუღებელი“ ქმედებების გამო ჩამოერთვა.

პრინცმა არასამთავრობო ორგანიზაცია, Lakshya Trust დააფუძნა, რომელიც ლგბტქი უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. BBC-ის თანახმად, 2018 წელს პრინცმა წინაპრების სახლი მხარდამჭერ ოფისად გარდაქმნა, რომელიც თემის წევრებს სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია ინდოეთში ქვიარ ურთიერთობები ლეგალურია, „გარდაქმნის თერაპია“ აკრძალული ჯერაც არაა. ამიტომ, პრინცი მანვენდრა არაეთიკური პრაქტიკის აკრძალვას ითხოვს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია იმ ადამიანებმა, რომელთაც საჯარო პლატფორმა აქვთ, „გარდაქმნის თერაპიის“ წინააღმდეგ საუბარი დაიწყონ. მისი თქმით, ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლა დაუსრულებელი ციკლია, ამიტომ გაჩერებას არ აპირებს.

წყარო: news24