დღეს, 19 ნოემბერს უსახელო გალერეაში გამოფენა “თვალი” გაიმართა. ექსპერიმენტული გამოფენა ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-ის მიერ იყო ორგანიზებული. გამოფენის მონაწილე ზოგიერთი ხელოვანისათვის “თვალი” სადებიუტო გამოფენაა. ნამუშევართა უმრავლესობა ქალებისა და ქვიარ ადამიანების
დღეს, 19 ნოემბერს უსახელო გალერეაში გამოფენა “თვალი” გაიმართა. ექსპერიმენტული გამოფენა ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-ის მიერ იყო ორგანიზებული.
გამოფენის მონაწილე ზოგიერთი ხელოვანისათვის “თვალი” სადებიუტო გამოფენაა. ნამუშევართა უმრავლესობა ქალებისა და ქვიარ ადამიანების მიერაა შექმნილი.
GrlzWave-ის თანადამფუძნებლისა და გამოფენის კურატორის, თეკლა თევდორაშვილის განცხადებით, გამოფენა ეხება ქალებისა და ქვიარ ადამიანების უფლებებს, ოჯახში ძალადობას, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ა.შ. თეკლას ნამუშევარს “წმინდა სისხლი” ჰქვია და მენსტრუაციის შესახებაა. ინსტალაციის ფარგლებში დამთვალიერებლებს შეეძლოთ თეკლას მიერ დაწერილ ლექსისათვის მოესმინათ, მოგვიანებით კი ის სიტყვები დაეწერათ, რომლებითაც მათ ან გარშემომყოფებს მენსტრუაცია მოუხსენიებიათ. ნამუშევრის ავტორის თქმით, ინსტალაციის მიზანი მენსტრუაციის კოლექტიურ დესტიგმატიზაციას ემსახურება.
გამოფენა “თვალი” ლოკალური აქტივობის, არტივიზმის 3-დღიანი ვორკშოფის შედეგად შეიქმნა. ვორკშოპში, რომელიც ოქტომბერში House of Reconenxtion-ში ჩატარდა, 15 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგანაც 9 ადამიანის მიერ შექმნილი 8 ნამუშევარი უსახელო გალერეაში გამოიფინა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა დაინტერესებულ პირებს 18-დან 20 სთ-მდე უფასოდ შეეძლოთ.
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების