თბილისი პრაიდ

ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

პრაიდ კვირეულის საწინააღმდეგო აქციის გეგმებთან დაკავშირებით პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ზურაბ მახარაძემ TV Pirveli-ს ეთერში განაცხადა, რომ შსს-ს განუცხადეს ის, რასაც საჯაროდ ისედაც

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი — შსს პრაიდ კვირეულის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიიღებენ „ყველა ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების

ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

პრაიდ კვირეულის საწინააღმდეგო აქციის გეგმებთან დაკავშირებით პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ზურაბ მახარაძემ TV Pirveli-ს ეთერში განაცხადა, რომ შსს-ს განუცხადეს ის, რასაც საჯაროდ ისედაც წერდნენ, დაჯგუფება ხალხის ორგანიზებას და პროტესტის გამოხატვას აპირებენ. ალტ-ინფოს ლიდერმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „თქვენ თუ პროვოკაციებს მოაწყობთ და კიდევ რაღაც სისულელეებს გააკეთებთ. იმედია, არ მოხდება, ჩვენ ვეცდებით, რომ ექსცესებში არ გადაიზარდოს“, თუმცა მხარაძემ ისიც თქვა, რომ 100%-იანი გარანტია არ არსებობს.

დღეს შსს-ს განცხადებაც გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიიღებენ „ყველა ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

განახლება: შსს-ში აცხადებენ, რომ ალტ-ინფოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და მუქარის მუხლებით გამოძიება დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდმა მთავრობის მისამართით მოთხოვნები გაავრცელა, რომლითაც მთავრობას პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებისკენ, პრაიდ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამივე ღონისძიების მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფისკენ, ღონისძიებების მიმდებარე ტერიტორიებსა და ქალაქში წესრიგის დაცვისკენ, ასევე 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორების დასჯისკენ მოუწოდებენ.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი — შსს პრაიდ კვირეულის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიიღებენ „ყველა ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

შსს ძალადობრივ ჯგუფებს მოუწოდებს, რომ დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს და პირობას დებენ, რომ  „სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

სამინისტრომ განცხადებით დაადასტურა, რომ კვირეულთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციაში არიან ღონისძიებების ორგანიზატორებთან და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით სამუშაო შეხვედრები ტარდება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, თბილისი პრაიდის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა“, — ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

გუშინ, თბილისი პრაიდმა პრაიდ კვირეულის უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავრობის მისამართით ორი მოთხოვნა გააჟღერა:

  1. მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას. ასევე, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში.
  2. დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს.