მას შემდეგ, რაც ჩილეში თანასწორი ქორწინების კანონი ამოქმედდა, სამოქალაქო ქორწინება პირველად გააფორმა გეი წყვილმა. ხავიერ სილვამ და ხაიმე ნაზარმა ისტორიული საქორწინო ფიცი კათოლიკური ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში დადეს. წყვილი ქორწინებაზე 6 წლის განმავლობაში
პირველი თანასწორი ქორწინება ჩილეში
მას შემდეგ, რაც ჩილეში თანასწორი ქორწინების კანონი ამოქმედდა, სამოქალაქო ქორწინება პირველად გააფორმა გეი წყვილმა. ხავიერ სილვამ და ხაიმე ნაზარმა ისტორიული საქორწინო ფიცი კათოლიკური ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში დადეს. წყვილი ქორწინებაზე 6 წლის განმავლობაში ოცნებობდა – მათ სურდათ, თავიანთი შვილების, 20 თვის კლემენტესა და 4 თვის ლოლას სრულუფლებიანი მშობლები გამხდარიყვნენ, რაც კონსერვატიული სამხრეთ ამერიკის კანონების გამო აქამდე არ შეეძლოთ.
10 მარტს ხავიერსა და ხაიმეს კონსუელო და პაბლაც შეურთდნენ – ლესბოსელი წყვილი, რომელიც BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიზეზი ისევ და ისევ მშობლის სტატუსის მიღება იყო. წყვილს 2 წლის შვილი ჯოზეფინა ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩილეში ქვიარ წყვილებს შორებს სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება 2015 წლიდანაა შესაძლებელი, კანონი მაინც არ იყო მორგებული ქვიარ ადამიანების საჭიროებებს, განსაკუთრებით, შვილის ყოლის საკითხებში.
კონსუელოს და პაბლას შვილი ინ-ვიტრო განაყოფიერებით შეეძინათ და კანონმა ბავშვის მშობლად მხოლოდ პაბლა მიიჩნია, რაც ნიშნავს, რომ თუ ოდესმე წყვილი დაშორდება, კონსუელო მეურვეობას დაკარგვას.
ლგბტქი უფლებების ჯგუფის, Fundacion Iguales თანახმად, ჩილეში 300-მდე ქვიარ ოჯახია, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებას და შვილებზე კანონიერი უფლების მოპოვებას ელოდებოდნენ.
,,დღეიდან ჩილეში არიან ქმარი და ქმარი, ცოლი და ცოლი”, – წერს ტვიტერზე Movilh, ლგბტქი უფლებების წამყვანი ორგანიზაცია ჩილეში.
2021 წლის დასაწყისში ჩილეს ყოფილმა პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ, თანასწორი ქორწინების ანგარიში დააჩქარა, რომელსაც 4 წლის განმავლობაში განიხილავდა ჩილეს კონგრესი. მან თქვა, რომ ჩილემ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების დაცვა. კანონი საბოლოოდ 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა და ამით ჩილე მსოფლიოში 31-ე და ლათინურ ამერიკაში მე-8 ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინების იდეას დაუჭირა მხარი.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების