ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ორგანიზაცია წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. საფარმა
ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ორგანიზაცია წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.
საფარმა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას 25 აგვისტოს მიმართა და რეაგირება მოსთხოვა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველსაც მიაწოდეს. 9 სექტემბერს, გენინსპექციის პასუხის დაგვიანების შემდეგ, ორგანიზაციამ პრეკსონფერენცია გამართა და მომხდარი ფაქტის დეტალებზე ისაუბრა.
“საუბარია კაცზე, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ ქალებს დისკრიმინაციულად ექცეოდა, შეურაცხმყოფელად მიმართავდა, სამუშაო სივრცეში შეუფერებელ, საფრთხის შემცველ და ღირსების შემლახველ გარემოს უქმნიდა. გარდა ამისა, არსებობს ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება. ამ ქალის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გამოიკვეთა კიდევ 2 მაღალჩინოსნის მხრიდანაც”, — ნათქვამია განცხადებაში.
გათავისუფლების შესახებ განცხადება 22 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომმა გაავრცელა.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების