ვიეტნამი

ვიეტნამმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის

ვიეტნამის ხელისუფლების განცხადებით, ჰომოსექსუალობა დაავადებად არ უნდა ითვლებოდეს და მისი მკურნალობა დაუშვებელია. აღნიშნული ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული საკვანძო სიახლეა, რომელიც ქვეყანაში მოხდა. ჯანმრთელობის მინისტრის თქმით, სამედიცინო მუშაკები ლგბტქი ადამიანებს პატივისცემით უნდა მოეპყრონ და

ვიეტნამში პანდემიის შემდეგ პრაიდ კვირეული პირველად ჩატარდა

2019 წლის შემდეგ პირველად, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში პირველი სრუმლასშტაბიანი პრაიდ კვირეული ჩატარდა. ღონისძიება 19 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. მასში ლგბტქი თემის წევრებმა და მხარდამჭერებმა მიიღეს მონაწილეობა. კვირეული მარშით დასრულდა და ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. წინა წლების მსგავსად,

ვიეტნამში პანდემიის შემდეგ პრაიდ კვირეული პირველად ჩატარდა

2019 წლის შემდეგ პირველად, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში პირველი სრუმლასშტაბიანი პრაიდ კვირეული ჩატარდა.

ღონისძიება 19 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. მასში ლგბტქი თემის წევრებმა და მხარდამჭერებმა მიიღეს მონაწილეობა. კვირეული მარშით დასრულდა და ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

წინა წლების მსგავსად, ჰანოის პრაიდ ფესტივალის მთავარი სპონსორი ბრიტანეთის საელჩო იყო.

ბრიტანეთის ელჩმა ვიეტნამში, იაინ ფრიუმ 25 სექტემბრის ერთ-ერთ ღონისძიებაზე საკუთარი ქმრის შესახებ ისაუბრა, რამაც ხალხში ძლიერი ემოციები გამოიწვია. შემდეგ კი, თავისუფლების, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, სიყვარულის შესახებ გააკეთა განცხადებები.

წლევანდელ ღონისძიებებზე ლგბტქი აქტივისტებსა და უფლებადამცველებს კანადის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის ელჩებიც შეხვდნენ და ქვეყნის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ვიეტნამმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის

ვიეტნამის ხელისუფლების განცხადებით, ჰომოსექსუალობა დაავადებად არ უნდა ითვლებოდეს და მისი მკურნალობა დაუშვებელია. აღნიშნული ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული საკვანძო სიახლეა, რომელიც ქვეყანაში მოხდა.

ჯანმრთელობის მინისტრის თქმით, სამედიცინო მუშაკები ლგბტქი ადამიანებს პატივისცემით უნდა მოეპყრონ და გარანტიები შექმნან, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდეს.

პროვინციებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გაგზავნილ ანონსში და ხელისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ლგბტქი ქოლგა „ავადობას“ არ გულისხმობს და შესაბამისად, მისი „განკურნების“ საჭიროება არ არსებობს, არც ადამიანების „მოქცევაა“ (მოქცევის თერაპია სასტიკი სამედიცინო პრაქტიკაა, რომელიც ლგბტქი ადამიანების სექსუალური ორიენტაციის “შეცვლას” ისახავს მიზნად და ქვიარ ადამიანების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ანგრევს) შესაძლებელი.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ სამედიცინო პერსონალმა „არ უნდა განახორციელოს ან აიძულოს“ ლგბტქი პაციენტები, რომ მკურნალობაში ჩაერთონ.

ჯანმრთელობის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მხოლოდ ფსიქოლოგთან და იმ ადამიანებთან გასაუბრებაა დასაშვები, რომელთაც სექსუალურ იდენტობაზე ცოდნა აქვთ“.

აღნიშნული მიღწევა ლგბტქი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მრავალწლიანი შრომის შედეგია. გასული წლის ნოემბერში საზოგადოებრივი, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სწავლების ინსტიტუტის კამპანიის, Live with Pride-ის ფარგლებში პეტიცია გავრცელდა, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოუწოდეს, ოფიციალური ვიეტნამისთვის მიემართათ და აეხსნათ, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის. გავრცელებულ კამპანიურ ვიდეოში ისმის კითხვა — თუ ქვიარობა დაავადებაა, ვიეტნამელ ლგბტქი ადამიანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების გამოყენება რატომ არ უნდა შეეძლოთ? 

აპრილში, ჯანმოს წარმომადგენელმა ვიეტნამში, კიდონგ პარკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ლგბტქი ადამიანების სექსუალური ორიენტაციის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა „სამედიცინო საფუძველს მოკლებული და მიუღებელია“.

„გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ცვლილება უმნიშვნელოვანესია. დამოკიდებულებები ერთ დღეში არ იცვლება, მაგრამ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიეტნამის ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო უწყების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება სოციალურ წარმოდგენებზე უზარმაზარ გავლენას იქონიებს“, — აღნიშნა კაილ ნაითმა, Human Rights Watch-ის უფროსმა მკვლევარმა ჯანმრთელობისა და ლგბტქი უფლებების საკითხებში.