ესპანეთი

ესპანეთი ქალებისთვის სამდღიანი მენსტრუალური შვებულების შემოღებას აპირებს

ესპანეთში ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, სამდღიანი მენსტრუალური შვებულების დაწესება იგეგმება. მთავრობა ახალი რეფორმის დამტკიცებას მომავალ კვირას აპირებს.

ესპანეთში ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულება დაკანონდა

ახალი კანონის თანახმად, ესპანეთში ქალებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მენსტრუირებენ (ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანები), ანაზღაურებად მენსტრუალურ შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ. ესპანელმა კანონმდებლებმა კანონპროექტი 13 დეკემბერს მიიღეს. დოკუმენტის მიხედვით, ქალები და ადამიანები, რომელიც მენსტრუირებენ და თვის ამ პერიოდში ძლიერი ტკივილი აწუხებთ,

ესპანეთში ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულება დაკანონდა

ახალი კანონის თანახმად, ესპანეთში ქალებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მენსტრუირებენ (ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანები), ანაზღაურებად მენსტრუალურ შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ.

ესპანელმა კანონმდებლებმა კანონპროექტი 13 დეკემბერს მიიღეს. დოკუმენტის მიხედვით, ქალები და ადამიანები, რომელიც მენსტრუირებენ და თვის ამ პერიოდში ძლიერი ტკივილი აწუხებთ, ანაზღაურებად შვებულებაში გასვლას შეძლებენ. ანაზღაურებად მენსტრუალურ შვებულებაში გასვლისთვის ექიმის ნებართვაა საჭირო, რომლის ხარჯსაც სახელმწიფო სრულად დაფარავს.

ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულების გარდა, კანონის მიზანია, რომ აბორტი მეტად ხელმისაწვდომი გახდეს საჯარო საავადმყოფოებში ქვეყნის მასშტაბით. ევრონიუსის ცნობით, ქვეყანაში ჩატარებული აბორტების საერთო რაოდენობასთან მიმართებით, საჯარო საავადმყოფოებში აბორტების მხოლოდ 15% კეთდება, რის მთავარ მიზეზად ექიმების მიერ წინააღმდეგობები სახელდება. კანონი ასევე ითვალისწინებს 16 და 17 წლის არასრულწლოვნებისთვის აბორტზე მშობლების ნებართვის საჭიროების გაუქმებას, რაზეც გადაწყვეტილება წინა, მეტად კონსერვატიული მთავრობის მართვის პირობებში გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში.

აბორტი ესპანეთში 1985 წელს დეკრიმინალიზდა, ხოლო 2010 წელს ლეგალიზდა, თუმცა, აბორტი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, კათოლიკური ტრადიციების მქონე ქვეყანაში, მოსახლეობისთვის კვლავაც დავის საგნად რჩება.

კანონის მომდევნო ფუნდამენტური ნაწილი სკოლებში სექსუალური განათლების გაძლიერებასა და კონტრაცეპტივებისა და მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტების უფასო დისტრიბუციას ეხება.

ესპანეთის თანასწორობის მინისტრისა და რადიკალური მემარცხენე პარტიის, Podemos წევრის, ირენე მონტეროს განცხადებით, ახალი კანონი ფემინისტური მონაპოვარია.

“ჩვენ ვცნობთ მენსტრუალურ ჯანმრთელობას როგორც ჯანმრთელობის უფლებაზე წვდომის ნაწილს და ვიბრძვით სტიგმისა და დუმილის წინააღმდეგ”, – განუცხადა ირენე მონტერომ დეპუტატთა კონგრესს.

კანონის მიღების შემდეგ, ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელიც ქალებსა და ადამიანებს, რომლებიც მენსტრუირებენ, მენსტრუალური შვებულების აღების უფლებას აძლევს. ამ ეტაპზე ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულების უფლება აზიის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ კი, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ინდონეზიაში აქვთ.

ესპანეთი ქალებისთვის სამდღიანი მენსტრუალური შვებულების შემოღებას აპირებს

ესპანეთში ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, სამდღიანი მენსტრუალური შვებულების დაწესება იგეგმება. მთავრობა ახალი რეფორმის დამტკიცებას მომავალ კვირას აპირებს. Keep Reading