მომღერალმა, ქველმოქმედმა და ქვიარ თემის აქტიურმა მხარდამჭერმა, დოლი პარტონმა ჯეფ ბეზოსისგან Bezos courage & civility Award-ის ფარგლებში 100 მილიონი დოლარი მიიღო. დაჯილდოების ცერემონიისას დოლიმ მისთვის დამახასიათებელი იუმორით წამოიძახა: “ვაუ! 100 მილიონი დოლარი
მომღერალმა, ქველმოქმედმა და ქვიარ თემის აქტიურმა მხარდამჭერმა, დოლი პარტონმა ჯეფ ბეზოსისგან Bezos courage & civility Award-ის ფარგლებში 100 მილიონი დოლარი მიიღო.
დაჯილდოების ცერემონიისას დოლიმ მისთვის დამახასიათებელი იუმორით წამოიძახა:
“ვაუ! 100 მილიონი დოლარი თქვით? როცა ადამიანებს დახმარება შეუძლიათ, უნდა დაეხმარონ და მე ვიცი, რომ ყოველთვის ვცდილობ იქ ჩავდო ჩემი ფული, სადაც ჩემი გულია. მაქსიმალურად ვეცდები, რომ კარგი საქმეები ვაკეთო ამ ფულით.”
აღნიშნული ჯილდო Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა 2021 წელს დააწესა. ის ყოველწლიურად გაიცემა ლიდერებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებზე. თითოეულ ჯილდოს ათწლიანი ფანჯარა აქვს, რომელშიც ბიუჯეტი გონივრულად უნდა გადანაწილდეს და შესრულდეს ყველა გეგმა, რომელიც გაწერილი იყო.
დოლი პარტონი ცნობილია, როგორც წარმატებული მუსიკოსი, ასევე, როგორც ქველმოქმედი. ის მუდმივად იყენებს საკუთარ ავტორიტეტს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. პარტონის მიმდინარე საქველმოქმედო პროექტებს შორის პრიორიტეტული განათლების სფეროა. მათ შორისაა პროექტი Imagination Library, რომელიც წიგნიერების ამაღლების ეგიდით, 5 სხვადასხვა ქვეყნის მცირე ასაკის ბავშვებს 200 მილიონ უფასო წიგნს გაუგზავნის.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების