HBO-ს ახალი პოსტ-აპოკალიფსური სერიალის, The Last of Us-ის მეორე სეზონი ოფიციალურად დამტკიცებულია. შოუს პროდიუსერ ნილ დრაკმანის თქმით, ახალ სეზონში ბელა რამზის პერსონაჟი, ელი იქნება მთავარი ფოკუსი და ლგბტქი თემების გაშლას მეორე სეზონშიც
HBO-ს ახალი პოსტ-აპოკალიფსური სერიალის, The Last of Us-ის მეორე სეზონი ოფიციალურად დამტკიცებულია. შოუს პროდიუსერ ნილ დრაკმანის თქმით, ახალ სეზონში ბელა რამზის პერსონაჟი, ელი იქნება მთავარი ფოკუსი და ლგბტქი თემების გაშლას მეორე სეზონშიც უნდა ველოდოთ.
ვიდეო თამაშის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც სერიალი გადაიღეს, ელის რომანტიკულ ქვიარ ურთიერთობასაც ასახავს. ბელა რამზიმ GQ-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ამ ურთიერთობას სერიალშიც დაეთმობა დრო. ამასთან, მსახიობმა თქვა, რომ არ აშფოთებს ნეგატიური უკუკავშირი, რომელიც შესაძლოა ელის სექსუალურმა ორიენტაციამ გამოიწვიოს.
„ხალხი რასაც უნდა იმას იფიქრებს, მაგრამ შეგუება მოუწევთ. თუ შოუს ყურება გეი სიუჟეტური ხაზის, ტრანს პერსონაჟების გამო არ გინდა, შენივე ბრალია და ბევრსაც აკლდები. ეს მე არ მაშინებს. ვფიქრობ, ეს განწყობა იმით არის გამოწვეული, რომ დამკვიდრებულ წესებს არ ემორჩილები“, — აღნიშნავს ბელა რამზი.
ქვიარ გამოცდილებები სერიალის პირველ სეზონშიც აისახა. მესამე ეპიზოდი სრულად გეი წყვილის ირგვლივ განვითარდა, რამაც ფანების ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. ისინი ამბობდნენ, რომ მიზეზი სიუჟეტის ნელი განვითარება და ფოკუსის მეორეხარისხოვანი პერსონაჟებისკენ მიმართვა იყო. თუმცა აღნიშნულ ეპიზოდს IMDB-ზე ყველაზე დიდი ყურადღება ერგო: სხვა სერიებთან შედარებით 100 ათასით მეტი შეფასება მიიღო, რომელთა დიდი ნაწილი მინიმალური, ერთი ქულაა. ამის გამო მაყურებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ბრაზის მიზეზი მხოლოდ სერიალის რიგითი, შედარებით სუსტი ეპიზოდი კი არა, შინაარსი და ჰომოფობიური დამოკიდებულებები იყო.
Don't Miss
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია, ინდიანას შტატიდან. მუშაობს კაფეში მიმტანად
მარიო ალკალდე წარმოშობით ესპანელი, 31 წლის მატადორია. ცოტა ხნის წინ მან ცნობილ ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში ქამინგ აუთი გააკეთა,
კრისტენ სტიუარტმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ Variety-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს გააგრძელოს კინო ინდუსტრიაში მუშაობა მანამ, სანამ არ ექნება შესაძლებლობა