არაბინალური

//

გაიცანით Pixar-ის პირველი არაბინალური პერსონაჟი

ახალ ანიმაციაში, Elemental-ში, წარმოდგენილია Pixar-ის პირველი არაბინარული პერსონაჟი, რომელსაც ახმოვანებს არაბინარული მსახიობი ავა კაი ჰაუზერი. ანიმაციაში, რომელიც ამერიკის კინოთეატრებში 16 ივნისს გამოვიდა, ვითარება ხდება სამყაროში, სადაც ოთხი ელემენტია გაცოცხლებული. ანიმაცია ჰგავს, Inside

გაიცანით Pixar-ის პირველი არაბინალური პერსონაჟი

//

ახალ ანიმაციაში, Elemental-ში, წარმოდგენილია Pixar-ის პირველი არაბინარული პერსონაჟი, რომელსაც ახმოვანებს არაბინარული მსახიობი ავა კაი ჰაუზერი.

ანიმაციაში, რომელიც ამერიკის კინოთეატრებში 16 ივნისს გამოვიდა, ვითარება ხდება სამყაროში, სადაც ოთხი ელემენტია გაცოცხლებული. ანიმაცია ჰგავს, Inside Out-სა და Zootopia-ს. იგი ანთროპომორფირებული პერსონაჟებით ცდილობს მოჰყვეს ისტორია, რომელიც სოციალურ საკითხებს ეხება.

მთავარი პერსონაჟები არიან ცეცხლი ემბერ ლუმენი და წაყლი უეიდ რიპლი. ჰაუზერი ახმოვანებს უეიდის უმცროს ძმას, წყლის ელემენტს, ტბას, სახელად რიპლს. რიპლი იყენებს they/them ნაცვალსახელებს და ხშირად თან ახლავს პარტნიორი, რომელსაც ხელოვნების სკოლაში შეხვდა.

,,დიდი განცხადება, მე ვთამაშობ Pixar-ის პირველ არაბინალურ პერსონაჟს! გაიცანით ტბა! მე ვახმოვანებ ტბას ახალ ფილმში Elemental! დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად ვნახავ კინოთეატრებში, თუ გსურთ თქვენც შეგიძლიათ ნახოთ,“ – წერს ჰაუზერი ტვიტერზე.