გერმანიის ქალაქებში – მიუნსტერში, აუგსბურგსა და ბრემენში, სამი თვის განმავლობაში ქვიარ ადამიანებზე სამი სასტიკი თავდასხმა მოხდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შედეგად ტრანსგენდერი კაცი, მალტე გარდაიცვალა. მან ლესბოსელი ქალების დაცვა სცადა, რომლებსაც ავიწროებდნენ და
გერმანიის ქალაქებში – მიუნსტერში, აუგსბურგსა და ბრემენში, სამი თვის განმავლობაში ქვიარ ადამიანებზე სამი სასტიკი თავდასხმა მოხდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შედეგად ტრანსგენდერი კაცი, მალტე გარდაიცვალა. მან ლესბოსელი ქალების დაცვა სცადა, რომლებსაც ავიწროებდნენ და შეურაცხყოფდნენ. თავდამსხმელმა მალტეს დაარტყა, კაცი ასფალტზე დაეცა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. მიღებული ტრავმისგან ის, 6 დღის შემდეგ, კომაში მყოფი გარდაიცვალა.
ამ ფაქტმა გერმანიის მაცხოვრებლების შეშფოთება გამოიწვია. ქვეყნის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სასკია ესკენმა ტვიტერზე დაწერა:
“ეს ინციდენტი არის სასტიკი შეხსენება იმისა, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ გრძელდება. ყოველ კვირა, ყოველ დღე”.
სტატისტიკურად, გერმანიაში დღეში 2 ანტი-ქვიარ თავდასხმა ფიქსირდება, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ რეალური რიცხვი ბევრად მეტია. ორგანიზაცია ლესბოსელებისა და გეების ასოციაცია (LSVD), ასევე, პოლიცია, მიიჩნევს, რომ შემთხვევების 90% არ არის აღრიცხული. ბევრი თავდასხმა კრისტოფერ ქუჩის დღის მარშებს ემთხვევა. კრისტოფერ ქუჩის დღე ლგბტქი პრაიდების სახელწოდებაა, რომელიც რამდენიმე გერმანულენოვან ქვეყანაში ტარდება.
“ხილვადობა ყოველთვის დაკავშირებულია საფრთხესთან. სამწუხაროდ, ქვიარ ადამიანების ყოველი საჯარო შეკრება მათ რისკის ქვეშ აყენებს. ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. თუმცა, პრობლემა მხოლოდ კრისტოფერ ქუჩის დღის მოვლენები არ არის. თავდასხმები ხდება ყოველდღე, დღის ყოველ მონაკვეთში, ყველაზე გადატვირთული ქუჩებიდან ყველაზე ვიწრო ჩიხებამდე. ხდება მეტროში, ავტობუსში, სკოლის ეზოში, კომპანიებში, კლუბებსა და სავაჭრო ცენტრებში. სასტიკად ჟღერს, მაგრამ სამწუხაროდ, არასდროს ვართ ჭეშმარიტად უსაფრთხოდ“, — განაცხადა DW-სთან ინტერვიუში ლესბოსელებისა და გეების ასოციაციის ფედერალური საბჭოს წევრმა, ალფონსო პანტისანომ.
არასრული მონაცემები
DW-ის ცნობით, გერმანიის კრიმინალური პოლიციის ფედერალური ოფისი ანტი-ქვიარ დანაშაულებს “გენდერული/სექსუალური იდენტობის” კატეგორიაში მხოლოდ 2020 წლიდან აღრიცხავს. ამ და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაზრდილია — 66% და 50%-ით. თავდასხმები, რომლებშიც მთავარი ფაქტორი ტრანსგენდერი ადამიანების მტრობაა, ცალკე არ აღირიცხება.
ბერლინში პოლიცია შემთხვევების საშუალოზე მაღალ რაოდენობას აფიქსირებს და ქვიარ დანაშაულებზე კარგად მუშაობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გერმანიის სხვა ქალაქებში მსგავსი დანაშაულები არ ხდება.
“თუ მიუნხენის, შტუტგარტის ან ფრანკფურტის პოლიციაში მივალ და ვიტყვი, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო თავს დამესხნენ, ეს შეიძლება ჩაიწეროს ისე, როგორც ფიზიკური შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ქვიარ თავდასხმა სტატისტიკიდან ქრება. ბერლინში სხვაგვარადაა. დედაქალაქში პოლიციას ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ტრენინგი აქვს გავლილი“, — აცხადებს ალფონსო პანტისანო.
პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა
ტრანსგენდერი კაცის, მალტეს გარდაცვალებამ ჰომოფობიური დანაშაულების ჩამდენ პირებთან დაკავშირებით დებატები გამოიწვია. ზოგიერთი გახმაურებული თავდასხმა ახალგაზრდა კაცების, ზოგიერთი მუსლიმისა და გერმანიაში მიგრირებული ადამიანის მიერაა ჩადენილი. ფსიქოლოგმა და მწერალმა, აჰმად მანსუნმა, რომელიც ყურადღებას ისლამზე ამახვილებს, გერმანულ მედია Bild-ს მიუნსტერში სავარაუდო ჩეჩენ დამნაშავეზე მიუთითა:
“ჰომოსექსუალების სიძულვილი ჩეჩენ, ავღანელ და სირიელ კაცებში გავრცელებულია. ამ ქვეყნებიდან მიგრაციის ზრდასთან ერთად, გერმანიაში ჰომოფობიაც იზრდება”, — განაცხადა მან.
გერმანიის კრიმინალური პოლიციის ფედერალური ოფისის მწირი მონაცემები აჩვენებს, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს უცხო და რელიგიური იდეოლოგიები უქმნიან საფრთხეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, საფრთხე ულტრამემარჯვენე სოციალური გარემოდან მოდის. “გენდერული/სექსუალური იდენტობის” და “სექსუალური ორიენტაციის” კატეგორიის დანაშაულების უმეტესობა მემარჯვენე დამნაშავეების ჩადენილია. თუმცა, არ შეიძლება მათ მიეწეროთ ყველა დანაშაული, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ჰომოფობიური თავდასხმები პრობლემას წარმოადგენს მთლიანი საზოგადოებისთვის.
პოლიტიკოსების რეაქცია
ტრანსგენდერი კაცის სიკვდილმა ქალაქ მიუნსტერში პოლიტიკოსების შეშფოთება გამოიწვია. გერმანიის ფედერალური მთავრობის კომისარმა სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიღების საკითხებში, სვენ ლემანმა, სხვადასხვა ასოციაციაში ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა გაგზავნა. ასეთ პროექტს დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.
სხვა ქვეყნებთან შედარებით, ლგბტქი უფლებების საკითხებში გერმანია ბევრად უკან არის. მაგალითად, აქ ტრანსგენდერ და ჰომოსექსუალი ადამიანებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ გახდნენ სისხლის დონორები.
2021 წელს, 16 ფედერაციული მხარის შინაგან საქმეთა მინისტრების კონფერენციაზე ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ძალადობასთან საბრძოლველად სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა, თუმცა ამ თემაზე შეხვედრა პირველად 2022 წლის სექტემბერში გაიმართა.
“ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებს ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი წელი არაფერი გაუკეთებიათ. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მხარს უჭერს მრავალფეროვნებას. ჩემი აზრით, გერმანიას მრავალფეროვნების პრობლემა აქვს. ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ”, — აღნიშნა ლესბოსელებისა და გეების ასოციაციის ფედერალური საბჭოს წევრმა, ალფონსო პანტისანომ.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური