ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა. 77 ათასი მოქალაქით დასახლებულმა სახელმწიფომ ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო ქორწინების უფლება ფარული კენჭისყრის შედეგად მიანიჭა. „დღეს კანონის თანასწორობას ვაძლევთ ხმას, რომელიც ყველას გვაერთიანებს, თანამედროვე
ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა. 77 ათასი მოქალაქით დასახლებულმა სახელმწიფომ ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო ქორწინების უფლება ფარული კენჭისყრის შედეგად მიანიჭა.
„დღეს კანონის თანასწორობას ვაძლევთ ხმას, რომელიც ყველას გვაერთიანებს, თანამედროვე ქვეყნის კანონს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს — ოჯახს შეეხება და მის მრავალფეროვნებას ითვალისწინებს“, — აღნიშნა კარლს ენსენატმა, დემოკრატიული საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა.
ანოდრაში ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის ფორმირება 2014 წლიდან შეეძლოთ, ქორწინების თანასწორობის საკანონმდებლო ინიციატივა კი პარლამენტმა პირველად 2020 წელს განიხილა, თუმცა კანონის მიღებას ათი უშედეგო მცდელობა უძღოდა წინ.
ახალი კანონის მიხედვით სამოქალაქო პარტნიორობასა და ქორწინებას შორის განსხვავება აღარ აღმოიფხვრება და ორი სხვადასხვა ცნების ნაცვლად სამოქალაქო ქორწინება იარსებებს.
გარდა ამისა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ტრანსგენდერი ადამიანები ოფიციალურ დოკუმენტებში სახელისა და გენდერის მარკერის შეცვლას სამედიცინო პროცედურების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შეძლებენ.
წყარო: LGBTQ Nation
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ