ალექსანდრე დარახველიძე

მივიღებთ ყველა იმ ზომას, რაც კანონითაა განსაზღვრული — შს მინისტრის მოადგილე პრაიდ კვირეულის შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პრაიდ კვირეულის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შსს დაიცავს „ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების

მივიღებთ ყველა იმ ზომას, რაც კანონითაა განსაზღვრული — შს მინისტრის მოადგილე პრაიდ კვირეულის შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პრაიდ კვირეულის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შსს დაიცავს „ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების შესახებ შსს-ს ინფორმაცია აქვს და „სამინისტრო მიიღებს ყველა იმ ზომას, რაც კანონითაა განსაზღვრული”.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, ანა სუბელიანის თქმით, ხელისუფლებასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და მათი მხრიდან ღონისძიების დაცვის მზაობასაც ხედავენ.

„ნებისმიერი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რაც, ვფიქრობ, არ არსებობს, თუმცა ხელისუფლებას დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს. წინა წელს ხელისუფლებამ უკეთ დაიცვა დახურული ღონისძიებები და წელსაც მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ და ვხედავთ, რომ უსაფრთხოების დაცვისთვის მზაობაც აქვთ. გავაგრძელებთ მუდმივ ჩართულობას, რათა დაცვის გარანტიები შევქმნათ“, — აღნიშნა ანა სუბელიანმა. 

Tbilisi Pride-მა პრაიდ კვირეული 31 მაისს დააანონსა. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება და 3 ღონისძიებას გააერთიანებს — ქვიარ ფილმის ჩვენებას, რეგიონულ კონფერენციას და მუსიკალურ პრაიდ ფესტივალს. 

პრაიდ კვირეულის დაანონსებას ალტ-ინფოს წევრების კომენტარები მოჰყვა, რომელთაც აღნიშნეს, რომ ღონისძიებების ჩატარებას არ დაუშვებენ და აქციის ორგანიზებას გეგმავენ.

2021 წლის 5 ივლისს პრაიდ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში ალტ-ინფოს ორგანიზებული ძალადობრივი აქციის გამო ჩაიშალა, რომლის დროსაც სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს და მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.