აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ჰაფზილი 22 თებერვალს, ნათესავმა ამრულა გულალიევმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გულალიევმა სასამართლოს განუცხადა – “ვუთხარი,
აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ჰაფზილი 22 თებერვალს, ნათესავმა ამრულა გულალიევმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გულალიევმა სასამართლოს განუცხადა – “ვუთხარი, რომ ამ გზიდან [ჰაფიზლი ღიად გეი იყო] გადაეხვია, რაზეც მიპასუხა – “ეს ჩემი ცხოვრებაა, წადი და შენ საქმეს მიხედე”. სამზარეულოდან დანა ავიღე და თავს დავესხი”.
აზერბაიჯანის კანონმდებლობა მკვლელობაში ბრალდებულებისთვის 9-14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისას კი სასჯელი 14-20 წლამდეა
ქვიარ აქტივისტის მკვლელობის გარემოებების გათვალისწინებით, აქტივისტები გულალიევისთვის მკაცრ სასჯელს ითხოვდნენ, თუმცა ოფიციალური უწყებები კამპანიაში ჩართულ ადამიანებსა და მედიას სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. ბრალდებულს 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.
ავაზ ჰაფიზლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი აზერბაიჯანელი ლგბტქი აქტივისტი იყო, რომელიც ოფიციალური უწყებების თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური