ახალ ინტერვიუში, რომელიც ბლოკბასტერული ფილმს Barbie-ის პოპულარიზაციას უწევს, ჰარი ნეფმა მის პერსონაჟზე ისაუბრა. ჰარი ნეფი ფილმში ბარბის ერთ-ერთ ვერსიას ასრულებს. მისი ბარბი პროფესიით ექიმია. ნეფი საუბრობს მისი პერსონაჟის გეი ბექგრაუნდზე, რომელიც თავად
ახალ ინტერვიუში, რომელიც ბლოკბასტერული ფილმს Barbie-ის პოპულარიზაციას უწევს, ჰარი ნეფმა მის პერსონაჟზე ისაუბრა. ჰარი ნეფი ფილმში ბარბის ერთ-ერთ ვერსიას ასრულებს. მისი ბარბი პროფესიით ექიმია. ნეფი საუბრობს მისი პერსონაჟის გეი ბექგრაუნდზე, რომელიც თავად შექმნა.

როგორც Vogue-თან ინტერვიუში თქვა ნეფს სჯერა, მისი ბარბი პატარა გოგონას ნაცვლად თოჯინების კოლექციონერ, დაახლოებით 50 წლის, გეი კაცს ეკუთვნის, რომელიც ქირით ცხოვრობს ვესტ ვილიჯში.
ნეფის პერსონაჟის გეი ისტორიაზე გავლენა იქონია ბარბის მაღალმა მოდურმა კოსტიუმებმა.
„ვიფიქრე, რომ ეს არ იყო ბავშვის თოჯინა. მგონია, რომ ბარბის პატრონს, რომელიც ცოტათი მარტოსულია, ყოველ კვირას ორი ან სამი მეგობარი მოჰყავს და ჩემს ახალ კოსტიუმებს აჩვენებს, მე კი ყუთში ვრჩები“ – ამბობს ჰარი ნეფი.
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ზუსტი დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, ტრეილერებიდან და პლაკატებიდან ვიცით, რომ ფილმის მრავალი ვარსკვლავი, მათ შორის მარგო რობი, ჰარი ნეფი, ისა რაე და დუა ლიპა, ყველა, თამაშობს ლეგენდარული ბარბის სხვადასხვა ვერსიას.

აპრილში ნეფმა თქვა, რომ მარგო რობიმ და რეჟისორმა გრეტა გერვიგმა ფილმის გადაღების განრიგი შეცვალეს, რათა ნეფს შესძლებოდა ფილმში მონაწილეობის მიღება.
„იდენტობის პოლიტიკა და კინო არ არის ჩემი საყვარელი კომბინაცია, მაგრამ სახელი BARBIE ყველა ამერიკელ ქალს ახასიათებს. ბარბი სტანდარტია, ის არის გოგონა, ის ნამდვილად თოჯინაა” – წერს ჰარი ნეფი ტვიტერზე.
ნეფმა ასევე ისაუბრა იმაზე თუ როგორ ეძახიან ის და მისი ტრანსგენდერი მეგობრები ერთმანეთს „თოჯინებს“ (dolls).
„ჩვენ საკუთარ თავს თოჯინებს ვუწოდებთ იმ ყველაფრის წინაშე რაც ვიცით, რომ ვართ, რაც არასოდეს ვიქნებით და რისი იმედიც გვაქვს, რომ ვიქნებით. ჩვენ ამ სიტყვას ვიყენებთ იმიტომ, რომ მას აქვს მნიშვნელობა. და არც ერთი თოჯინა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ბარბია“ – ამბობს ნეფი.
Don't Miss
ნეტფლიქსის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში ექვსი მამა მიმართავს ტრანსგენდერ შვილს. ფილმში მამები სიყარულისა და სიამაყის გრძნობით ყვებიან თავიანთი ტრანსგენდერი შვილების შესახებ
Aikāne ჰავაიურ ენაზე ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის სიყვარულს ნიშნავს. სწორედ ჰავაიში მოგაზურობისას გაუჩნდათ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გადაღების იდეა
30 ოქტომბერს 19:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” პოლ ბ. პრესიადოს სადებიუტო ფილმის ORLANDO, MY POLITICAL BIOGRAPHY-ს ჩვენება გაიმართება. აღნიშნული ღონისძიებით დასრულდება
2023 წლის მაისში ამერიკის მწერალთა გილდია (Writers Guild of America), რომელიც 11 500 სცენარისტისგან შედგება გაიფიცა კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა