ჯენა მელოუნი, რომელიც მსოფლიომ ყველაზე უკეთ ფილმ „შიმშილის თამაშებიდან“ გაიცნო, პანსექსუალად დაქამინგაუთდა. პანსექსუალი არის ადამიანი, რომელიც რომანტიკულ, სექსუალურ, სულიერ და ფიზიკურ ლტოლვას განიცდის ნებისმიერი სქესისა და იდენტობის მქონე ადამიანის მიმართ. მსახიობმა ინსტაგრამზე
ჯენა მელოუნი, რომელიც მსოფლიომ ყველაზე უკეთ ფილმ „შიმშილის თამაშებიდან“ გაიცნო, პანსექსუალად დაქამინგაუთდა.
პანსექსუალი არის ადამიანი, რომელიც რომანტიკულ, სექსუალურ, სულიერ და ფიზიკურ ლტოლვას განიცდის ნებისმიერი სქესისა და იდენტობის მქონე ადამიანის მიმართ.
მსახიობმა ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც ინტერპრეტაციულ ცეკვას ასრულებს. ვიდეოს აღწერაში კი მელოუნი მსოფლიოს სექსუალობისა და იდენტობის შესახებ საკუთარ მოგზაურობას უზიარებს.
„ვფიქრობ, ჰეტეროსექსუალი კაცი ვიყავი ქალის სხეულში. ვიზუალურად წარმოვაჩინე მისი სურვილები და ჩემში მოვათავსე, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ჩემთვის განკუთვნილი მთლიანი ისტორია. ჩემს სექსუალურ იდენტობას მეტი აქვს სასწავლი და სათქმელი. ვიპოვე ისეთი სიტყვები, რომლებიც უფრო სწორად გამოხატავდნენ ჩემს სათქმელს. პანსექსუალობა. საპიოსექსუალობა. პოლიამორია“ — წერს ჯენა.
მელოუნი ორი დედის – ბიოლოგიური დედისა და მისი შეყვარებულის გაზრდილია. ჯენას დამ, რომელიც ასევე ქვიარია, პოსტის კომენტარებში ხუმრობით აღნიშნა, რომ მისი მთელი ოჯახი ქვიარი გამოდის.
37 წლის მსახიობმა The Hollywood Reporter-თან საუბრისას საკუთარ მოგზაურობას „ლამაზი“ უწოდა.
„მიყვარს საკუთარი თავისა და სხვების შესახებ მეტის შესწავლის პროცესი. ეს ხსნის ფანჯრებს, რომლებიც იქცევა კარად, საბოლოოდ კი, ისეთ ადგილას აღმოჩნდები, სადაც საუკეთესო რაღაცების პოვნაა შესაძლებელი. ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, საკუთარი თავის შესახებ მეტის გაგება მიყვარს“ — ამბობს მსახიობი.
საკუთარი თავის აღმოჩენა არასდროს არის გვიან. ცნობილი ადამიანების მიერ გავრცელებული საჯარო შეხსენებები, რომლებიც თავად გადიან იმავე გზას, შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს სხვებისთვის, რათა საკუთარი თავის შეცნობა განაგრძონ.
ჯენა მელოუნიც ერთ-ერთი ასეთია ვარსკვლავია, რომელიც ამბობს, რომ მას უყვარს ადამიანები და სულ ეს არის.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების