ჯეიმს ბიდგუდი, ფოტოგრაფი, რომელმაც 1960-70-იან წლებში ეროტიკული გეი ფოტოგრაფია ხელოვნების დონეზე აიყვანა, იანვრის მიწურულს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. 88 წლის ასაკში გარდაცვლილი შემოქმედის კარიერა ფანტასმაგორიულ ფოტოებსა და 1971 წლის ფილმ Pink
ჯეიმს ბიდგუდი, ფოტოგრაფი, რომელმაც 1960-70-იან წლებში ეროტიკული გეი ფოტოგრაფია ხელოვნების დონეზე აიყვანა, იანვრის მიწურულს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
88 წლის ასაკში გარდაცვლილი შემოქმედის კარიერა ფანტასმაგორიულ ფოტოებსა და 1971 წლის ფილმ Pink Narcissus-ს აერთიანებდა, რომლის გამოსვლისას, რეჟისორის ვინაობა ანონიმური იყო.
ბიდგუდი გასული საუკუნის 50-იან წლებში დრეგ პერფორმერი იყო, 60-იან წლებში კი ფოტოების გადაღება ისეთი ჟურნალებისთვის დაიწყო, როგორიც Muscleboy იყო. მოგვიანებით იხსენებდა, რომ ამ გამოცემების ფოტოები უინტერესო და უსიცოცხლო გამოდიოდა, ამიტომ გადაწყვიტა, სიტუაცია შეეცვალა. ბიდგუდმა დეკორაციების მშენებლობას მიჰყო ხელი და ისეთი ფოტოების გადაღება დაიწყო, რომელთაც ბევრად ღრმა მნიშვნელობა ჰქონდათ. მის ნამუშევრებში შეხვდებოდით მითოლოგიის გავლენას, განათების ახლებურ გამოყენებას და კაცებს, რომლებიც ხშირად სრულიად შიშვლები პოზირებდნენ – სანახაობა ერთდროულად იყო ეროტიული და კემპ მგრძნობელობით გამორჩეული.
https://www.youtube.com/watch?v=9Zzuk1Sd9Kg
1963 წლის დასაწყისში ბიდგუდმა ფილმის გადაღებაც დაიწყო, რომელიც 1971 წელს Pink Narcissus-ის სახელით გამოვიდა. თავისუფალი ფორმის მქონე ამბავი გეი სექსმუშაკის ფანტაზიების შესახებ იყო. ბიდგუდმა მხოლოდ ფილმის რეჟისურა კი არა, კოსტიუმებისა და სცენის დიზაინიც საკუთარ თავზე აიღო.
ფილმი კრიტიკოსებმა და მაყურებლებმა დაიწუნეს, თუმცა რეჟისორის ვინაობა არავინ იცოდა. მოგვიანებით, როცა ფილმმა პოპულარობა კიდევ ერთხელ მოიპოვა, დაიწყო მსჯელობა იმაზე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩანაფიქრის ავტორი და ბევრი რეჟისორად ენდი უორჰოლს თვლიდა.
1999 წელს, ჯეიმს ბიდგუდის ავტორობა საბოლოოდ დადასტურდა, როცა ხელოვანის მონოგრაფია გამოქვეყნდა. ფილმმა კი სხვადასხვა ფესტივალი მოიარა. ბიდგუდის მივიწყებული ფოტოები გაიხსენეს, 2001 წელს მისი ნამუშევრების გამოფენა იტალიასა და ამერიკაში მოეწყო.
ჯეიმს ბიდგუდს გამოფენის შემდეგ უწოდეს „იმ დროის მამაცი პიონერი, როცა ფოტოგრაფიის ფორმალური და სექსუალური შინაარსი სწორხაზოვანი იყო და პიონერი იდეისა, რომ ეროტიკული მგრძნობელობა შეიძლება ნამდვილი ხელოვნების თანმდევიც იყოს“.
ბიდგუდი 80-იანი წლებიდან ფოტოგრაფიას ჩამოშორდა, მაგრამ 2000-იანებში საქმიანობას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა და ფოტოშოპი, ციფრული აუდიო დამუშავების ხერხები და სხვა უნარებიც კი შეისწავლა, რათა 3-საათიანი ავტობიოგრაფიული აუდიო პიესა — FAG – The Pretty Good Life of Jimmy Bundle ( FAG – ჯიმი ბანდლის საკმაოდ კარგი ცხოვრება) შეექმნა.
ქვიარ ფოტოგრაფიის პიონერი, გამბედავი ხელოვანი, რომელმაც ეროტიკული ფოტოგრაფია სწორხაზოვნებიდან ხელოვნებამდე დახვეწა, სიცოცხლის ბოლო წლებში განმარტოებული იყო, სახლს თითქმის არ ტოვებდა და ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა. მისი დაკრძალვის თანხა საქველმოქმედო გვერდზე შეგროვდა, ასევე აგროვებენ თანხას იმისთვის, რომ მისი ნამუშევრების არქივი შეიქმნას.
ათწლეულების განმავლობაში კემპის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლებოდა და 2019 წლის ინტერვიუში ამ სიტყვის საუკეთესო განმარტებაც გააკეთა: ,,განა კემპმა სულ მცირე ღიმილი არ უნდა მოგგვაროს? კემპი ჩემთვის იმ სიტუაციას ჰგავს, როცა ცოლი ქმრის დაკრძალვაზე ჭყეტელა ნარინჯისფერი კაბითა და თმაში დამაგრებული გრძელი ბუმბულით მიდის“.
წყარო: The New York Times
Don't Miss
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების