ჯანმრთელობა

რუსეთის ომი უკრაინაში აივ-კლინიკების მუშაობასა და მედიკამენტების მიწოდებას აფერხებს

მიწისქვეშა თავშესაფრებში და სახელდახელოდ მოწყობილ კლინიკებში მომუშავე უკრაინელი ექიმები აივ-დადებითი ადამიანებისთვის აუცილებელი მედიკამენტების ამოწურვის საშიშროებაზე საუბრობენ, რამაც შესაძლოა ვირუსთან ბრძოლაში მოპოვებული პროგრესი შეაჩეროს.  რუსეთის მიერ ქალაქების დაბომბვამ და ბრძოლებმა უკრაინის ქალაქებში არსებული

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას, ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ. როგორც ყოველთვის, კვირეულს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას, ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ.

როგორც ყოველთვის, კვირეულს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც შეუერთდა და მიმდინარე კვირის განმავლობაში თბილისის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში და სხვა დიდ ქალაქებში უფასო ტესტირება იქნება შესაძლებელი.

მობილური ამბულატორიები მოეწყო თბილისში: კოსტავას 46/50 ნომერში, ჩუბინიშვილის ქუჩის 75 ნომერში, წინამძღვრიშვილის 110-ში, ასევე გამრეკელის 10 ნომერში. გარდა ამისა, კვირეულის მიმდინარეობისას ტესტირებები ჩატარდება რუსთავში (კოსტავას ქ. 8, ბ2), ქუთაისში (პუშკინის #10), სამტრედიაში (ეგრისის #12), ზუგდიდში (პეტრე უბერის #1), ფოთში (ბ. კოკაიას #39), ბათუმში (გორგილაძის #66, ბ51), ოზურგეთში (26 მაისის ქუჩა #11), გორსა (ბესიკის #3/6) და თელავში (ნინოშვილის #39)

აივ და ჰეპატიტების სტატუსის დროულად გაგების შემთხვევაში, მდგომარეობა მართვას მარტივად ექვემდებარება და ადამიანს, პრაქტიკულად, ჯანმრთელი ორგანიზმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, რეგულარული ტესტირება სწორი სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების პრევენციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

რუსეთის ომი უკრაინაში აივ-კლინიკების მუშაობასა და მედიკამენტების მიწოდებას აფერხებს

მიწისქვეშა თავშესაფრებში და სახელდახელოდ მოწყობილ კლინიკებში მომუშავე უკრაინელი ექიმები აივ-დადებითი ადამიანებისთვის აუცილებელი მედიკამენტების ამოწურვის საშიშროებაზე საუბრობენ, რამაც შესაძლოა ვირუსთან ბრძოლაში მოპოვებული პროგრესი შეაჩეროს. 

რუსეთის მიერ ქალაქების დაბომბვამ და ბრძოლებმა უკრაინის ქალაქებში არსებული აივ-კლინიკების დახურვა გამოიწვია, ზოგიერთი კლინიკა კი იძულებული გახდა, შეეზღუდა საკუთარი სერვისები, გართულებულია მედიკამენტების მიღებისა და მიწოდების პროცესიც.

„ომმა აივ-დადებითი ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადი გახადა“, – ამბობს ვალერია რაჩინსკა, აივ-დადებითი ადამიანების უკრაინული ქსელის ადამიანის უფლებათა ხელმძღვანელი.

ინფექციური დაავადებების ექსპერტები ფიქრობენ, რომ ომმა შესაძლოა ჯანმრთელობის დაცვის კრიზისი შექმნას, როგორც უკრაინაში, ისე მეზობელ ქვეყნებში და გააძნელოს აივ-ვირუსის, ტუბერკულიოზის, C ჰეპატიტისა და ნარკოდამოკიდებულების მართვა.

აივ-ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის დროებითმა შეწყვეტამ შესაძლოა ორგანიზმის რეზისტენტობა გაზარდოს, რაც მკურნალობის განახლების შემდეგ მედიკამენტის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

დაახლოებით 260 000 უკრაინის მოქალაქეს აივ-ვირუსი აქვს, რომელთა დიდი ნაწილი, 152 000 ადამიანი, მედიკამენტურ მკურნალობას იღებს.

„სამხედრო და პოლიტიკური კუთხით, როგორც არ უნდა განვითარდეს მდგომარეობა, რეგიონში ჯანმრთელობის დაცვის კრიზისი გარდაუვალია“, – აღნიშნავს მიშელ კაზაჩკინი, შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ყოფილი დირექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაახლოებით ყოველი მესამე აივ-დადებით ადამიანისთვის ომის დროს მედიკამენტურ მკურნალობას უზრუნველყოფს, ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმამ კლინიკების მუშაობა შეაფერხა არაერთ ქალაქში, მათ შორის, ხერსონში, მიკოლაივში, სევეროდონეცკში, სლავიანსკში და ოდესაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მედიკამენტების უკრაინაში გაგზავნის მიზნით გაერთიანდნენ, თუმცა კაზაჩკინის თქმით, „არამხოლოდ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა, მათი ქვეყნის სხვადასხვა წერტილში მიწოდებაც პრობლემა იქნება“.

საერთაშორისო ფონდმა დამატებით $15 მილიონი გამოყო, რათა უკრაინაში ინფექციური დაავადებების კრიზისი თავიდან იქნას არიდებული, ასევე, ნარკოდამოკიდებულების მართვა.

აშშ-ის საერთაშორისო აივ-შიდსის პროგრამამ კი დამატებით $6 მილიონი გამოყო, რომლითაც აივ-ვირუსის სამკურნალო მედიკამენტების უკრაინაში გაგზავნა და ლტოლვილებისთვის მიწოდება უნდა მოხდეს.

90 დღის სამყოფი მედიკამენტები პოლონეთში ამ კვირაში ჩააღწევს, რომელსაც შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან, თუმცა საკითხავია, რამდენად მარტივი იქნება მარაგის უკრაინის სხვადასხვა წერტილში გადაგზავნა.

წყარო: Gay Times