YouTube-ის ბრიტანელი ვარსკვლავი, ჩარლი მაკდონელი, ცნობილი, როგორც charlieissocoollike, პლატფორმაზე ტრანსგენდერ ქალად ქამინგაუთის შემდეგ იანვარში დაბრუნდა. მაკდონელმა პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული ვიდეოების სერიით Fun Science მოიპოვა. აღნიშნული სერიის კონტენტს ჩარლი იუთუბზე აქვეყნებდა, თუმცა, პრეტრანზიციული
YouTube-ის ბრიტანელი ვარსკვლავი, ჩარლი მაკდონელი, ცნობილი, როგორც charlieissocoollike, პლატფორმაზე ტრანსგენდერ ქალად ქამინგაუთის შემდეგ იანვარში დაბრუნდა.
მაკდონელმა პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული ვიდეოების სერიით Fun Science მოიპოვა. აღნიშნული სერიის კონტენტს ჩარლი იუთუბზე აქვეყნებდა, თუმცა, პრეტრანზიციული კონტენტი, რომელშიც ის თავს კაცად აიდენტიფიცირებდა, პლატფორმიდან სრულად წაშალა. ვიდეობის წაშლის მიზეზად ჩარლიმ გენდერული დისფორია და თინეიჯერობის შემდგომი ცვლილებები დაასახელა. მისი თქმით, უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ინტერნეტის ნებისმიერი სივრცე, რომელზეც კონტროლი ჰქონდა, იმ ადამიანად წარმოაჩენდა, რომელიც ახლაა.
“არ მინდოდა ძველი ვიდეოები პირველი ყოფილიყო, რასაც ადამიანები ნახავდნენ, როცა ჩემს სახელს დაგუგლავდნენ და იმედი მაქვს, ადამიანები პატივს სცემენ ამ გადაწყვეტილებას,” — ამბობს მაკდონელი.
მიუხედავად კონტენტის აღებისა, ჩარლი პლატფორმაზე, ყველასთვის გასაკვირად, 20 იანვარს დაბრუნდა და მაყურებელს კითხვა-პასუხის ვიდეოთი თავი ხელახლა გააცნო.
“ვგრძნობდი, თუ დავბრუნდებოდი, შესაძლოა, კვლავ მომწონებოდა ამის კეთება,” — ამობს ჩარლი ვიდეოში.
ამავე ვიდეოში მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერი ქალია და ჰორმონალური თერაპია 4 თვის წინ დაიწყო. ის ნაცვალსახელებს she/they იყენებს, ხოლო სახელს — ჩარლი, ინარჩუნებს, რადგან სახელი გენდერულად ნეიტრალურია.
კითხვაზე, რას ურჩევდა ახლა საკუთარ თავს თინეიჯერობისას, ჩარლიმ უპასუხა, რომ ეტყოდა, ცვლილებები ნორმალურია და ფიქრები, რომლებიც ქალად ყოფნის შესახებ აქვს, სწორედ ტრანსგენდერ ქალად ყოფნის მანიშნებელია.
ჩარლის თქმით, იცის, რომ ადამიანების ნაწილი ტრანსფობია და ამის გამო საკმაოდ შფოთავს, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ კარგადაა და ყველაზე თავდაჯერებულია, ვიდერე ოდესმე ყოფილა.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური