23-დან 28 ივლისის ჩათვლით, თანასწორობის მოძრაობისა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) თანაორგანიზებით, ქვიარ-ფემინისტური საზაფხულო სკოლა მოეწყობა. საზაფხულო სკოლაში მოხვედრის შესაძლებლობა იმ ადამიანებს ექნებათ, რომელთაც ქვიარ და ფემინისტური თეორიებისა და მოძრაობების შესახებ
23-დან 28 ივლისის ჩათვლით, თანასწორობის მოძრაობისა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) თანაორგანიზებით, ქვიარ-ფემინისტური საზაფხულო სკოლა მოეწყობა. საზაფხულო სკოლაში მოხვედრის შესაძლებლობა იმ ადამიანებს ექნებათ, რომელთაც ქვიარ და ფემინისტური თეორიებისა და მოძრაობების შესახებ საბაზისო ცოდნის მიღება და აქტივიზმისა და ადვოკატირების გზით, ემანსიპატორული პოლიტიკის შექმნაში ჩართვა სურს.
საზაფხულო სკოლის პროგრამა მოწვეული გენდერის, სექსუალობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მკვლევრებისა და სპეციალისტების, ასევე ქვიარ და ფემინისტურ სათემო ორგანიზებაში ჩართული აქტივისტებისა და ავტორების მიერ არის მომზადებული და ორ ნაწილად იყოფა:
პირველი ნაწილი:
- ქვიარ-ფემინისტური აზრი;
- ფემინისტური და ქვიარ თეორიის საფუძვლები;
- ფემინიზმის ტალღები, მნიშვნელოვანი ფემინისტური და ქვიარ მოძრაობები;
- ქვიარ-ფემინისტური მემარცხენე აზრი, დეკოლონიური/პოსტკოლონიური ხედვა;
- საქართველოში ფემინისტური და ქვიარ მოძრაობების განვითარება და პოლიტიკა.
მეორე ნაწილი:
- სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები (SRHR);
- ფემინისტური პერსპექტივა SRHR-ზე;
- სხეულის აგებულება, მენსტრუაცია და სტიგმა;
- ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და თვითზრუნვის პრაქტიკები.
საზაფხულო სკოლაში მოხვედრის შანსი 20 ადამიანს აქვს, ამიტომ, თუ 18-30 წლის ხართ და ქვიარ და ფემინისტური საკითხების მიმართ ინტერესი, აქტივიზმში ჩართვის მოტივაცია გაქვთ, 20 ივნისის ჩათვლით სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ.
Don't Miss
თემიდა ქვიარ-აქტივისტური, ტრანს* სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს,
ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების,
თბილისი პრაიდმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანიც პროექტ აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის შედეგების შეჯამება და დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა