ავსტრალიელი მომღერალი, ტროი სივანი Paramount+-ის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. Three Months (სამი თვე) 23 თებერვალს გამოვა და ფლორიდაში მცხოვრები ახალგაზრდა გეი ბიჭის შესახებ იქნება, რომელიც გაიგებს, რომ აივ-დადებით ადამიანთან სარისკო სქესობრივი
ავსტრალიელი მომღერალი, ტროი სივანი Paramount+-ის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. Three Months (სამი თვე) 23 თებერვალს გამოვა და ფლორიდაში მცხოვრები ახალგაზრდა გეი ბიჭის შესახებ იქნება, რომელიც გაიგებს, რომ აივ-დადებით ადამიანთან სარისკო სქესობრივი კავშირი ჰქონდა.
ტესტის გაკეთებამდე 3-თვიან პერიოდზე გადაღებული ფილმი სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც კომედიისა და დრამის ნაზავი იქნება.

სივანმა ფილმისთვის 2 ახალი სიმღერაც დაწერა. ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი ჯერედ ფრიდერია. სამსახიობო გუნდი კი ვივეკ კალრას, ბრაიენ ტიუს, ელენ ბერსტინის და სხვა მსახიობებისგან შედგება.
26 წლის მომღერლისთვის, რომელმაც 2013 წელს ღიად თქვა, რომ გეია ეს პირველი როლი არ იქნება. სივანი 2018 წელს გამოსულ ფილმში – Boy Erased – მონაწილეობს და საუკეთესო საუნდტრეკისთვის ოქროს გლობუსის ნომინაციაც აქვს მოპოვებული.
Don't Miss
ბოლო წლებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდეო თამაშებში მრავალფეროვანი პერსონაჟების ჩართვა. რამდენადაც საზოგადოებაში ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება ხილვადობა, ვიდეო
მიუხედავად იმისა, რომ მარველის მიერ ქვიარ თემატიკის რეპრეზენტაცია ხშირად არ შეფასებულა, როგორც სამაგალითო და მოსაწონი, მათ მცდელობა არ დაუკლიათ. ამჯერად
მსოფლიოს 100 ქვეყნის მონახულება რთული ამოცანაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველ მესამე ქვეყანაში კრიმინალიზებული ხარ. თუმცა, დენი და ოსკარი ამ
ორშაბათს კიმ კარდაშიანმა თავის ინსტაგრამ პროფილზე გამოაქვეყნა ვიდეო თიზერი, სადაც მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს: View this post on Instagram A post