11 დეკემბერს, დედაენის ბაღში ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერი ღონისძიება, ირანის თავისუფლებისთვის გაიმართება, რომელზეც ქართველი ფოტოგრაფების სოლიდარობის ფოტო პროექტის პრეზენტაცია შედგება, ასევე საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეებისა და ქართველი არტისტების საპროტესტო მანიფესტი გაჟღერდება. სოლიდარობის
11 დეკემბერს, დედაენის ბაღში ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერი ღონისძიება, ირანის თავისუფლებისთვის გაიმართება, რომელზეც ქართველი ფოტოგრაფების სოლიდარობის ფოტო პროექტის პრეზენტაცია შედგება, ასევე საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეებისა და ქართველი არტისტების საპროტესტო მანიფესტი გაჟღერდება.
სოლიდარობის ფოტო პროექტში დარო სულაკაური, გიორგი ნაკაშიძე, ტეტეშკა, ნანუკა კუტიბაშვილი, ანა ჭუმბურიძე და ბებე სესიტაშვილი მონაწილეობენ.
იმავე დღეს სოლიდარობის ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბარშიც:
- გაიმართება ფოტო ინსტალაცია;
- წარდგენილი იქნება ქართველი არტისტის, ნატალია კალანდაძის ნამუშევარი;
- შედგება ირანელი რეჟისორის, აბას კიაროსტამის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება;
- გაიმართება საჯარო დისკუსია;
- შეკრებილების წინაშე წარდგება ირანელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, Interpreter (Iman Robinhood).
16 სექტემბერს, ირანის ე.წ. ზნეობის პოლიცია 22 წლის ქალს ჰიჯაბის “არასწორად” ტარების გამო ფიზიკურად გაუსწორდა. მაჰსა ამინი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ირანელმა ქალებმა წინააღმდეგობის სიმბოლოდ თმა მოიჭრეს და ჰიჯაბები დაწვეს. ირანში საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ქვეყანაში.
Don't Miss
გაეროს ექსპერტებმა რუსეთის მთავრობას მიმართეს ოფიციალური წერილით, რომელშიც ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილ დარღვევებს საკუთარი ქვიარ მოქალაქეების მიმართ. ბოლო
იტალიაში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი მოკლულ ახალგაზრდა ქალს, ჯულია ჩეკეტინს, 22 წლის სტუდენტს ვენეციის მიმდებარე პატარა ქალაქიდან. ჯულია ბიო სამედიცინო
ნეპალის უზანაესმა სასამართლომ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია. ცოტა ხნის წინ ქვიარ წყვილმა, მაია გურუნგმა და სურენდრა პანდეიმ ოფიციალურად დაარეგისტრირეს მათი
როგორც Associated Press თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომის პაპი აპირებს პენსიაზე მყოფი ანტი ლგბტქი კარდინალის, რეიმონდ ბურკეს პენსიისა და