7 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სოგის (სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა) ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის დამოუკიდებელ ექსპერტს მანდატი 3 წლით გაუხანგრძლივა. გადამწყვეტი მნიშვნელობის კენჭისყრაში რეზოლუციას 23 მხარდამჭერი
7 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სოგის (სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა) ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის დამოუკიდებელ ექსპერტს მანდატი 3 წლით გაუხანგრძლივა.
გადამწყვეტი მნიშვნელობის კენჭისყრაში რეზოლუციას 23 მხარდამჭერი ჰყავდა, 17 — წინააღმდეგი, 7-მა წევრმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
მანდატის გახანგრძლივების მხარდამჭერ კამპანიაში 1256 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული, რასაც ადამიანის უფლებათა საბჭოს ისტორიული რეზოლუცია მოჰყვა, რომელშიც მკაფიოდ არის დაგმობილი ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა შორის ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირისა და განსხვავებული გენდერული იდენტობების კრიმინალიზება. რეზოლუცია სახელმწიფოებს დისკრიმინაციული კანონმდებლობის შეცვლისა და სოგის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.
დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატი 2016 წლიდან არსებობს და 2019 წელს ვადის გახანგრძლივება პირველად შედგა. აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატის შექმნას, შემდგომში კი ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, სულ უფრო მზარდი მხარდაჭერა აქვს.
დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპების იმპლემენტაციას აფასებს, რასაც წევრ სახელმწიფოებთან პირდაპირ საუბრით, ასევე გაეროსა და სხვა რეგიონული მექანიზმების ჩართულობით ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტების აღწერით ახორციელებს.
Don't Miss
სტატიის ავტორი: მეგი თედორაძე დეფინიცია და მიზნები ბრაზის განმარტება მრავალწახნაგოვანია, თუმცა იგი ყველაზე ხშირად განისაზღვრება, როგორც უსიამოვნების მძაფრი შეგრძნება, მტრული
მე ვარ ქრისტი, 26 წლის. ვცხოვრობ ბელგიაში, ამჟამად ვსწავლობ ენის კურსებზე, გავიარე ბარმენობის კურსები. ჩემი ქვიარ აქტივიზმი მეტად საქართველოში მიმდინარე
ბიონსეს შედევრი რენესანსის ტურნე, ნაწილობრივ სასიყვარულო წერილია იმ სუბკულტურებისადმი, რომლებიც შავკანიანი ტრანს ქალების პიონერები იყვნენ. გასულ კვირას მან ტრანსგენედრთა საზოგადოებას
2023 წლის მაისში ამერიკის მწერალთა გილდია (Writers Guild of America), რომელიც 11 500 სცენარისტისგან შედგება გაიფიცა კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა