28 ივნისს პრაიდ კვირეული 2022 ქართული ქვიარ ფილმის ჩვენებით იწყება, რომლის რეჟისორი არაბინარული იდენტობის მქონე ელენე ნავერიანია. სველი ქვიშა 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული ამბავია, რომლის სიუჟეტი შავი ზღვისპირა სოფელში, ერთ-ერთი გმირის გარდაცვალებით
დღეს თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თბილისი პრაიდის ორგანიზებით ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ფილმის, „სველი ქვიშა“ ჩვენება გაიმართა.
„მეგობრული ხალხით დასახლებულ შავი ზღვისპირა სოფელში, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ ერთმანეთს იცნობენ, ერთ დღეს, ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი, მოე სოფელში დაკრძალვის ორგანიზებისთვის ჩადის და იმ ტყუილების ქსელის პირისპირ აღმოჩნდება, რაც ელიკოს და ამნონის 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული გამოძახილია. სიმართლე მოეში სიყვარულის უნარს აღვიძებს, სოფლელებს კი ხმის ამაღლებისკენ უბიძგებს“, — ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.
„სველი ქვიშა“ დავიწყებულ ადამიანებს ეძღვნება. ეს არის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი, რომელიც საკუთარი იდენტობის ძიებაში გატანჯულ თაობებს შთააგონებს და აძლევს ძალას, იცხოვრონ ისეთი ცხოვრებით, როგორითაც სურთ და ოცნებებზე უარი არასდროს თქვან.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ მსგავს საკითხებზე მსჯელობა დახურულ კარს მიღმა, ღია სივრცეშიც შეიძლება გაიმართოს. განსაკუთრებით, სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მათი აზრით, ფილმი საკმაოდ ემოციური, იშვიათად ესთეტიკური, ღრმა და დამაფიქრებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული სწორედ „სველი ქვიშის“ პრემიერით გაიხსნა.
Don't Miss
თემიდა ქვიარ-აქტივისტური, ტრანს* სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს,
ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების,
თბილისი პრაიდმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანიც პროექტ აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის შედეგების შეჯამება და დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა
28 ივნისს პრაიდ კვირეული 2022 ქართული ქვიარ ფილმის ჩვენებით იწყება, რომლის რეჟისორი არაბინარული იდენტობის მქონე ელენე ნავერიანია. სველი ქვიშა 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული ამბავია, რომლის სიუჟეტი შავი ზღვისპირა სოფელში, ერთ-ერთი გმირის გარდაცვალებით იწყება.
„მეგობრული ხალხით დასახლებულ შავი ზღვისპირა სოფელში, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ ერთმანეთს იცნობენ, ერთ დღეს, ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი, მოე სოფელში დაკრძალვის ორგანიზებისთვის ჩადის და იმ ტყუილების ქსელის პირისპირ აღმოჩნდება, რაც ელიკოს და ამნონის 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული გამოძახილია. სიმართლე მოეში სიყვარულის უნარს აღვიძებს, სოფლელებს კი ხმის ამაღლებისკენ უბიძგებს“, — ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.
ელენე ნავერიანის თქმით, უნდოდა, ფილმით პატივი მიეგო დავიწყებული ადამიანებისთვის და მცდარი წარმოდგენებისა და დისკრიმინაციის საპასუხოდ ნაბიჯი გადაედგა.
„საქართველოში, პატარა სოფელში, სადაც ტალღები გამუდმებით ეხლებიან ნაპირს, მიუხედავად ძალადობრივი ნაციონალისტური ღირებულებებისა, ტრადიციებისა და რელიგიისა, რომელიც ადამიანების ხმებს ახშობს, მათ თავისუფლებას ზღუდავს და მათი არსებობის უმცირეს ანაბეჭდსაც კი შლის, სიყვარული მაინც პოულობს არსებობის გზას. სველი ქვიშა დავიწყებული ადამიანებისთვის პატივის მიგებაა, მცდარი წარმოდგენებისა და დისკრიმინაციის საპასუხო ნაბიჯი და საკუთარი იდენტობის ძიებისას სირთულეების წინაშე აღმოჩენილი თაობების გაძლიერების მცდელობა. მინდოდა, მათთვის გამეზიარებინა ამბავი, რომლის გმირადაც საკუთარი თავის წარმოდგენა მათივე ქვეყანაში შეეძლებოდათ და გამბედაობა მიმეცა, რომ იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ, არასოდეს თქვან უარი ოცნებებზე“, — აღნიშნავს ელენე ნავერიანი სველი ქვიშის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში.

ელენე ნავერიანმა საკუთარი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების პროცესზე The Calvert Journal-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსახიობების დათანხმება განსაკუთრებით გაუჭირდა, რადგან ფილმში განხილული თემების გამო უარს ეუბნებოდნენ.
„არავის უნდოდა, რომ ფილმის ნაწილი ყოფილიყო. როცა ფილმის სცენარს ნახულობდნენ და იმ სცენას კითხულობდნენ, სადაც ორ კაცს შორის ფიზიკური კონტაქტია, უარს ამბობდნენ. რატომღაც პირადად იღებდნენ და ივიწყებდნენ, რომ მსახიობს შეუძლია, ნებისმიერი რამ ქნას“, — აღნიშნა ელენე ნავერიანმა.

მიუხედავად გადაღებისთვის მზადების რთული პროცესისა, პროექტი მაინც შედგა. ფილმში მთავარ როლებს ბებე სესიტაშვილი, მეგი კობალაძე, გიორგი წერეთელი, ეკა ჩაველიშვილი, ზაალ გოგუაძე, კახა კობალაძე და დებიუტანტი მსახიობი გია აგუმავა ასრულებენ, რომლის მიერ შესრულებული ამნონის როლი კრიტიკამ განსაკუთრებით მოიწონა. აგუმავას ლოკარნოს კინო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდოც გადაეცა.
სველი ქვიშის პრემიერა 28 ივნისს, 19:00 საათზე შედგება. ფილმზე დასწრება უფასოდ, აღნიშნულ ლინკზე წინასწარი რეგისტრაციით შეგიძლიათ, კინოჩვენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვერიფიკაციის გავლის შემთხვევაში მიიღებთ.
Don't Miss
ქართველი ქვიარ არტისტი, დიზაინერი და მომღერალი, MADLENA პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული SITUATIONIST-ისა და YASPIS ჩვენების დახურვის წვეულებაზე სპეციალური პერფორმანსით
გუშინ, 12 მარტს, ოსკარების 95-ე ცერემონია გაიმართა, რომელზე ნომინირებულ არაერთ ფილმშიც ლგბტქი პერსონაჟები და თემები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მოდით, მიმოვიხილოთ
კლუბი KHIDI აცხადებს, რომ დღევანდელი KiKi / Women Power გადაიდო და მოქალაქეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. “დღეს წყდება ქვეყნის მომავალი და
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი აცხადებს, რომ გმობს და წინააღმდეგობას უცხადებს რუსულ კანონს. “ახლა გავიგე კანონპროექტის განხილვას