სერიალები

ლგბტქი პერსონაჟების სატელევიზიო რეპრეზენტაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – GLAAD

GLAAD-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სატელევიზიო სივრცეში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ პერსონაჟების რეპრეზენტაციას ეხება, ლგბტქი პერსონაჟების გამოცდილებების ასახვამ რეკორდულ ნიშნულს (11.9%) მიაღწია. კვლევის შედეგები „პრაიმტაიმ“ (საღამოს 8 საათიდან 11 საათამდე

ლგბტქი პერსონაჟების სატელევიზიო რეპრეზენტაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – GLAAD

GLAAD-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სატელევიზიო სივრცეში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ პერსონაჟების რეპრეზენტაციას ეხება, ლგბტქი პერსონაჟების გამოცდილებების ასახვამ რეკორდულ ნიშნულს (11.9%) მიაღწია. კვლევის შედეგები „პრაიმტაიმ“ (საღამოს 8 საათიდან 11 საათამდე საეთერო დრო) შოუების შესწავლას ეყრდნობა.

ამასთან, 2021-2022 წლების სატელევიზიო ეთერში შოუების ძირითად შემადგენლობაში ლესბოსელ პერსონაჟებს (40%) ხშირად ვხვდებით, რაც ტელევიზიის ისტორიაში პირველად აღემატება გეი პერსონაჟების ოდენობას. 42-მდე გაიზარდა ტრანსგენდერი პერსონაჟების რიცხვი, რაც წინა კვლევის მონაცემებს 13-ით აღემატება. 637 ლგბტქი პერსონაჟიდან 183 ბისექსუალია.

GLAAD-ის ბოლო კვლევა ბევრად მასშტაბურია და ფარავს Amazon-ს, Hulu-ს, Netflix-ს, Apple TV+-ს, Disney+-ს, HBO Max-ს, Paramount+-ს, Peacock-ს, სხვა სტრიმინგ პლატფორმებსა და სატელევიზიო არხებს. კვლევის მიხედვით, ლგბტქი პერსონაჟების რეპრეზენტაციით სატელევიზიო არხებიდან CW (17,1%) ლიდერობს, მეორე ადგილზე Fox-ია (13,3%), მესამეზე კი ABC (12,5%). 

სტრიმინგ სერვისებზე რეპრეზენტაციით ისევ გეი პერსონაჟები ლიდერობენ 33%-ით, ამას ბი+ პერსონაჟები მოსდევენ – 32%-ით და ლესბოსელი პერსონჟები – 27%-ით. სტრიმინგ პლატფორმებიდან ლგბტქი პერსონაჟები ყველაზე მრავლად Netflix-ის შოუებში გვხვდებიან, მომდევნო კი HBO Max-ია, რომელსაც  Amazon და Hulu მოჰყვებიან.

სატელევიზიო არხების 775 ძირითადი როლის შემსრულებლების მეოთხედი შავკანიანია, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ლათინოამერიკელი პერსონაჟები კი 8%-ს შეადგენენ, აზიელი პერსონაჟების რიცხვი სულ რაღაც 7%-ია.

კვლევამ შშმ პირების რეპრეზენტაციაც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ რეგულარული პერსონჟების მხოლოდ 2,8%-ია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეალური პოპულაციის მაჩვენებელს. მიმდინარე სატელევიზიო სეზონში მხოლოდ 2 აივ-დადებითი პერსონაჟი გვხვდება.

წყარო: TVLine