ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი და კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლის განხილვის საჭიროება
ევროპულმა სასამართლომ მედიის 16 წარმომადგენლის სახელით 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ მომზადებული საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საიას განცხადებით, საჩივარი 2022 წლის 4 ნოემბერს გაგზავნა და საქმის არსებითი ეტაპზე გადასვლა შემჭიდროვებულ დროში მოხდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დავობს, რომ „ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სხვა ელემენტებს შორის, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით”.
საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისის მოვლენებში კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა.
„ამასთან, მომჩივნები, რომლებიც ძალადობას დაექვემდებარნენ, დავობენ, რომ ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ არიან მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები და/ან ისინი ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირებულნი იყვნენ ლგბტ+ თემთან“, — აღნიშნულია საიას განცხადებაში.
ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან დაკავშირებით დაიწყო.
საიამ გაავრცელა იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლებითაც სასამართლომ სახელმწიფოს მიმართა და პასუხების წარდგენის ვადა 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა.
ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს შემდეგი კითხვებით მიმართა:
- ამოწურეს თუ არა მომჩივნებმა ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტი?
- 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, შეასრულეს თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა განმცხადებლების დაცვას კერძო პირების თავდასხმებისგან? გაამწვავა თუ არა პრაიდის მარშთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებმა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა?
- ჩაატარეს თუ არა კომპეტენტურმა შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება არასათანადო მოპყრობისა და პოლიციის დაცვის არარსებობის შესახებ მომჩივნების ბრალდებებზე, კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის ძალადობრივი ინციდენტების სავარაუდო წამქეზებლებთან მიმართებაში?
- იყო თუ არა წინამდებარე საქმეში გასაჩივრებული ძალადობრივი ქმედებები განმცხადებლების ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული? შეასრულა თუ არა მთავრობამ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული თავისი პოზიტიური ვალდებულებები, როგორც ეს განსაზღვრულია სასამართლოს მიერ (იხ. Uzeyir Jafarov v. Azerbaijan, no. 54204/08, § 68, 2015 წლის 29 იანვარი)
- მომჩივნების საჩივრების გათვალისწინებით, რომ თავდასხმა მოტივირებული იყო ლგბტ თემისა და მის მხარდამჭერებად დანახულ პირთა მიმართ სიძულვილით, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც იკითხება კონვენციის მე-3 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში?
- ხელი მიუწვდებოდათ თუ არა მომჩივნებს ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებისთვის თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი?
2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, ჰომოფობიურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ქვიარ აქტივისტების ოფისები და ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით გარდაიცვალა. ძალადობრივი მოვლენებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი და კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლის განხილვის საჭიროება არ არსებობს. ტრანსგენდერი კაცები გენდერის სამართლებრივ აღიარებას – მათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გენდერული იდენტობის უფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლებში უნდა იმოქმედოს.
“სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა”, — აცხადებენ საია-ში.
ნიკოლო ღვინიაშვილმა, რომელიც 3 ტრანსგენდერი კაციდან ერთ-ერთია, ევროსასამართლოს 2019 წელს მიმართა, ხოლო კაცებიდან ორმა – 2017 წელს. ნიკოლო ღვინიაშვილის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, EHRAC-თან თანამშრომლობით იცავს, ხოლო ა. დ-სა და ა.კ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).
საია-ს განმარტებით, სასამართლოს დეტალურად არ განუმარტავს როგორი უნდა იყოს სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა, თუმცა ამის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით WISG-ის მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტშია განმარტებული, რომლის მიხედვით:
“სწრაფი მექანიზმი გულისხმობს პროცედურას, რომლითაც უზრუნველყოფილია რაც შეიძლება მოკლე ინტერვალი განაცხადის შეტანიდან, ჩანაწერის ცვლილებამდე. მექანიზმი გამჭვირვალედ იქნება მიჩნეული თუ კანონით მკაფიოდ არის რეგულირებული სახელისა და სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების პროცედურა, მათ შორის ის, თუ რომელ უწყებას უნდა მიმართონ დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით. პროცედურის ხელმისაწვდომობა უფრო პრაქტიკულ ასპექტზე კონცენტრირდება და გულისხმობს ბარიერების აღმოფხვრას, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პირის ჯანმრთელობას, ასაკს, შეზღუდულ შესაძლებლობას. ხელმისაწვდომობის საკითხი ეხება ასევე ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რაც არ შეიძლება იქცეს ბარიერად ტრანს ადამიანისთვის”.
საია-ს განმარტებით, ევროსასამართლო ამბობს, “წინამდებარე საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს და ეროვნული სასამართლოების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვა: რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის.
ორგანიზაციაში ამბობენ იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის არ იყო ცალსახა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სქესის შეცვლა უნდა შეფასებულიყო “ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ან/და ანატომიური კრიტერიუმებით”, იმის ფონზე, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო განმარტებები არ არსებობს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ტერმინების გამოყენება დიდ სიფრთხილესა და სიზუსტეს მოითხოვს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ “მკაფიო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა უტოვებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს, რაც თვითნებური გადაწყვეტილებების საფრთხეს ქმნის გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე განცხადებების განხილვას”.
ამასთან, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში აპლიკანტებს კომპენსაციის სახით გადაუხადოს შემდეგი ოდენობები: 2 000 ევრო სამივე აპლიკანტს და დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს, მორალური ზიანის თვალსაზრისით, ასევე, 9 812 ევრო ბრიტანულ ორგანიზაციად ადვოკატის ხარჯების ასანაზღაურებლად.
საქართველოდან გაგზავნილი სარჩელის მიხედვით, მიუხედავად შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობისა, სახელმწიფო ორგანოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ, რაც მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლებას არღვევს. გარდა ამისა, მსგავსი მოპყრობა ტრანსგენდერ ადამიანებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა ჯგუფებთან მიმართებით კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება კიდევ ერთ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც სტადიონზე ლგბტქი სიმბოლიკის შეტანაში ხელშეშლას ეხებოდა, ევროპული სასამართლოს თქმით, პროკურატურის ორგანოების გადაწყვეტილებას, არ დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, მომჩივნებისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ მათ უნდა მიემართათ სამოქალაქო სამართლის ორგანოსთვის, რომელიც უფრო შესაფერისი იქნებოდა მათი სარჩელის განსახილველად და დასაკმაყოფილებლად.
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ