სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის საქმეზე მსჯავრდადებულებს სასჯელი შეუმცირა. გადაწყვეტილება დღეს, 16 იანვარს, მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა. 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი — დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე
სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის საქმეზე მსჯავრდადებულებს სასჯელი შეუმცირა. გადაწყვეტილება დღეს, 16 იანვარს, მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.
5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი — დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი — მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილში გამართლდა, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 5-წლიანი პატიმრობა მსჯავრდადებულებს 4 წლამდე შეუმცირდათ.
ინტერპრესნიუსის ცნობით, სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მოსარჩელეებსა და ჟურნალისტებს და სცადეს ჟურნალისტების ვიდეოკამერების დაზიანება. სიტუაცია მანდატურმა განმუხტა.
2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, ჰომოფობიურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ქვიარ აქტივისტების ოფისები და ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით გარდაიცვალა. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
მსჯავრდებულებს ბრალი დაუდგინდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილსა და 154-ე და 156-ე მუხლებით, რომლებიც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და დევნას გულისხმობს.
Don't Miss
მულტიმედია პლატფორმა Chai Khana და ქვიარი ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit (n-ost)-თან თანამშრომლობას იწყებენ. პარტნიორობის ფარგლებში სამხრეთ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის „მაკატე ლიეტუვას წინააღმდეგ“ (განაცხადი #61435/19) საჯარო მოსმენაზე 2023 წლის 23 იანვარს განაჩენი გამოიტანა. მოსარჩელე ნერინგვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს, 2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო გადასცა. აღნიშნული ჯილდო
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება