ინდოელი ექიმის თქმით, იმედისმომცემი მოლოდინი აქვს, რომ საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის საშუალებით ტრანსგენდერ ქალებს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს. „მსოფლიოს მასშტაბით, საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის 70-ზე მეტი პროცედურაა ჩატარებული და სულ მცირე, 23 ბავშვი ამ გზით დაიბადა.
ინდოელი ექიმის თქმით, იმედისმომცემი მოლოდინი აქვს, რომ საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის საშუალებით ტრანსგენდერ ქალებს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.
„მსოფლიოს მასშტაბით, საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის 70-ზე მეტი პროცედურაა ჩატარებული და სულ მცირე, 23 ბავშვი ამ გზით დაიბადა. ეს მიანიშნებს, რომ ამის საშუალებით ბავშვის გაჩენა შესაძლებელია და შვილად აყვანისა და სუროგაციის გარდა, კიდევ ერთი მეთოდი არსებობს, თუმცა პროცედურას მნიშვნელოვანი რისკები ახლავს თან, მათ შორის, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევები და მედიკამენტები, რომლებიც იმუნურ სისტემას განგებ ასუსტებს, რათა ორგანიზმმა საშვილოსნო არ უარყოს. ტრანსპლანტაციის წარუმატებლობის რისკი ამ დროისთვის 30%-ს აღწევს“, — აღნიშნულია 2021 წლის ანგარიშში.
პირველი წარმატებული ტრანსპლანტაციის პროცედურა 2014 წელს შვედეთში შედგა, მომდევნო კი 2 წლის შემდეგ, აშშ-ში.
ახლა კი ექიმი ნარენდრა კაუშიკი საშვილოსნოს ტრანსპლანტაციას ტრანსგენდერი ქალის ორგანიზმში გეგმავს.
„ეს მომავალია. ზუსტად არ ვიცით, როდის, მაგრამ ეს ძალიან მალე მოხდება. გეგმები და პოზიტიური მოლოდინი დიდი ხანია გვაქვს“, — აღნიშნა ექიმმა The Mirror-თან საუბრისას.
ისაბელა თალუნდმა, დანიელმა ტრანსგენდერმა ქალმა, ინდოეთში გამგზავრება გადაწყვიტა, რათა ექიმ კაუშიკის დახმარებით, პროცედურა ჩაიტაროს. მისი თქმით, „ეს ახდენილი ოცნება იქნება“.
აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ტრანსპლანტაცია ჯერ კიდევ ექსპერიმენტული, სარისკო პროცედურაა, რომელიც იშვიათად კეთდება და ძალიან ძვირი ჯდება.
წყარო: Gay Times
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და