პოლონეთში კონსერვატული ღირებულებების მქონე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ LGBTQI+ ადამიანებში დეპრესია 50%-ზე მეტით გაიზარდა. პოლონეთში რელიგიური განწყობების გაძლიერებამ და კათოლიკური ეკლესიის მტკიცებამ, რომ ქვიარ ადამიანები ტრადიციულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნიან, ტოლერანტობის დონეს დიდი
პოლონეთში კონსერვატული ღირებულებების მქონე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ LGBTQI+ ადამიანებში დეპრესია 50%-ზე მეტით გაიზარდა. პოლონეთში რელიგიური განწყობების გაძლიერებამ და კათოლიკური ეკლესიის მტკიცებამ, რომ ქვიარ ადამიანები ტრადიციულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნიან, ტოლერანტობის დონეს დიდი დარტყმა მიაყენა.
2020 წლის ბოლოს ვარშავის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვიარ ადამიანების 44%-ს 2019-2020 წლებში დეპრესიის აშკარა სიმპტომები დაეწყო, რაც 2017 წლის მონაცემებს (28%) მნიშვნელოვნად აღემატება.
გარდა ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოჯახის წევრები წინა კვლევის შემდეგ ნაკლებ ტოლერანტულნი გახდნენ. 2017 წელს დედების 68% და მამების 59% შვილს მხარს უჭერდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი დედების შემთხვევაში 61%-მდე, მამების შემთხვევაში კი – 54%-მდე შემცირდა.
წყარო: Reuters
Don't Miss
2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავა.
26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი
კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის აქცია მოჰყვა. 30-მდე შეკრებილი, მღვდლების
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა. გიორგი ქარდავას,