სომეხი ტრანსგენდერი აქტივისტის, ადამიანის უფლებათა დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Right Side-ის დამფუძნებლის, ლილიტ მარტიროსიანის წინააღმდეგ სხვადასხვა ჯგუფმა დისკრიმინაციული, ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს, აქტივიზმსა და რეპუტაციას. 2022 წლის
სომეხი ტრანსგენდერი აქტივისტის, ადამიანის უფლებათა დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Right Side-ის დამფუძნებლის, ლილიტ მარტიროსიანის წინააღმდეგ სხვადასხვა ჯგუფმა დისკრიმინაციული, ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს, აქტივიზმსა და რეპუტაციას.
2022 წლის 31 აგვისტოს, ერევანში, უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Right Side ახალი ოფისი გახსნა. მედიის წარმომადგენლებმა, ნაციონალისტურმა და სხვა ჯგუფებმა ონლაინ პლატფორმაზე ორგანიზაციის საქმიანობის განხილვა დაიწყეს. მათ ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენეს და ცრუ ისტორიების გავრცელებით ორგანიზაციისა და ლილიტის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. სოციალური მედიის მომხმარებლების ნაწილი ტრანსგენდერი აქტივისტის მოკვლასაც კი ითხოვდა.
1 ოქტომბერს, ორგანიზაცია Right Side-მა საჯარო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლილიტ მარტიროსიანი და სხვა ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობას, სიძულვილს, სიკვდილის მუქარებს აწყდებიან, რაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ტრანსგენდერი აქტივისტების სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის. ისინი ექსტრემისტული მიდგომების მქონე ადამიანების სამიზნე არიან.
“დაუშვებლად მივიჩნევთ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის Right Side-ისა და ლილიტ მარტიროსიანის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, მის შესახებ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შეიძლება შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობდით და ვიხელმძღვანელებთ ადამიანის უფლებათა უნივერსალური პრინციპებით. Right Side ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვას გააგრძელებს. მედიის სხვადასხვა წარმომადგენლის, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მიერ ლგბტქი ადამიანების სამიზნედ გამოყენება არღვევს მათ უფლებებს, რომლებიც კონსტიტუციითა განსაზღვრული“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ ლილიტ მარტიროსიანი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. Right Side-ის თქმით, ის სომხეთის რესპუბლიკაში ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ და მის სიკვდილს ითხოვენ.
ვრცლად ლილიტის ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვიარის სტატიაში: პირველი ტრანსგენდერი ქალი სომხეთის პარლამენტში — ლილიტ მარტიროსიანის ისტორია
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური