მულტიმედია პლატფორმა Chai Khana და ქვიარი ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit (n-ost)-თან თანამშრომლობას იწყებენ. პარტნიორობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ 9 მასალა
მულტიმედია პლატფორმა Chai Khana და ქვიარი ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit (n-ost)-თან თანამშრომლობას იწყებენ.
პარტნიორობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ 9 მასალა მომზადდება, რომლებიც ანტი-კოლონიალიზმის, პერსონალური ამბებისა და გამოწვევების, ასევე, კულტურის თემებს დაფარავს. ქვიარი ამ თემებზე საქართველოში იმუშავებს, Chai Khana კი — სომხეთსა და აზერბაიჯანში.
6-თვიანი სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მომზადებული 27 მასალით ერთობლივი ინგლისურენოვანი ბეჭდური ჟურნალი გამოიცემა.
Unit არის n-ost-ის მიერ 2018 წელს წამოწყებული მედია პროექტი, რომელიც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ლგბტქი თემებზე მომუშავე მედიის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ჟურნალისტების, აქტივისტების, მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების კონსტრუქციულ პარტნიორობას უწყობს ხელს.
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ისტორიებს ვიზუალურად გვიყვება და ცდილობს, აუდიტორიას ამბები განსხვავებული პერსპექტივიდან დაანახოს, აღმოაჩენინონ ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ იცნობდნენ, რომელთა ხმა მეინსტრიმულ მედიაში ნაკლებად ისმის ან დაკარგულია.
ქვიარი არის ონლაინ მედია, რომელიც ორიენტირებულია ლგბტქი და ქალთა უფლებებზე, ასევე სოლიდარულია ყველა სხვა სოციალური ჯგუფისა და ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა. ჩვენ ვაჟღერებთ ქვიარ თემის ხმებს საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან, გიყვებით ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებულ ისტორიებს და ვაშუქებთ ქვიარ სიახლეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისტორიიდან ყოველდღიურ სიახლეებამდე, პოლიტიკიდან ხელოვნებამდე და გართობამდე, ჩვენ გაწვდით ინფორმაციის ფართო სპექტრს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური