5 მაისს იეზუიტმა მოძღვარმა ჯეიმს მარტინმა პაპ ფრანცისკეს ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაუგზავნა. მარტინს სურდა, პაპისგან მოესმინა პასუხები კითხვებზე, რომლებითაც ლგბტქი თემის წევრები და მათი ოჯახის წევრები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ. „ესპანურენოვან წერილში
5 მაისს იეზუიტმა მოძღვარმა ჯეიმს მარტინმა პაპ ფრანცისკეს ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაუგზავნა. მარტინს სურდა, პაპისგან მოესმინა პასუხები კითხვებზე, რომლებითაც ლგბტქი თემის წევრები და მათი ოჯახის წევრები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ.
„ესპანურენოვან წერილში პაპს სამი კითხვა დავუსვი და მივწერე, რომ შეეძლო, მოკლე პასუხები გაეცა. ვიცოდი, რომ პაპი მუხლის ტკივილს უჩიოდა და მინდოდა, მისთვის პასუხების გაცემა გამემარტივებინა. 3 დღის შემდეგ, ხელნაწერი საპასუხო წერილი მივიღე. პაპი ფრანცისკე მწერდა — „თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივია“, — ამბობს ჯეიმს მარტინი.
ჯეიმს მარტინი: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ლგბტქი ადამიანებმა ღმერთის შესახებ უნდა იცოდნენ?
პაპი ფრანცისკე: ღმერთი მამაა, რომელიც არცერთ შვილს არ უარყოფს. ღმერთის „სტილი“ სიახლოვე, წყალობა და სინაზეა და ამ გზით ღმერთის პოვნას შეძლებთ.
ჯეიმს მარტინი: რა უნდა იცოდნენ ლგბტქი ადამიანებმა ეკლესიაზე?
პაპი ფრანცისკე: ვურჩევ წაიკითხონ, საქმე წმიდათა მოციქულთა [ახალი აღთქმის ეს წიგნი ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულთა სამისიონერო მოღვაწეობაზე ჰყვება]. ამ წიგნში ისინი ეკლესიის ნამდვილ სახეს იპოვიან.
ჯეიმს მარტინი: რას ეტყოდით ლგბტქი კათოლიკეებს, რომელთაც ეკლესიისგან უარყოფა გამოუცდიათ?
პაპი ფრანცისკე: მინდა, ეს ეკლესიის უარყოფად კი არ ჩათვალონ, არამედ ეკლესიის მსახურთა მხრიდან უარყოფად. ეკლესია დედაა, რომელიც ყველა შვილს აერთიანებს… „შერჩევითი“ ეკლესია წმინდა დედა ეკლესია კი არაა, სექტაა.
წყარო: Outreach
Don't Miss
„მე ვიყავი ჰომოფობი“ — ასე ჰქვია ლგბტქი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ წამოწყებულ ახალ კამპანიას, რომელიც ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილი
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ერთმანეთს შეხვდნენ და ქვეყნის დასავლური კურსი — მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობა,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს ატარებს, რომელში მონაწილეობაც თბილისში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ.
საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ დღის მიზანს „ძალადობის დაგმობა