ინტერსექსი არის ქოლგა-ტერმინი და აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სექსუალურ-რეპროდუქციულ ანატომიაში აქვთ ისეთი ვარიაციები, რომლებიც განსხვავდება იმისგან, რაც ტრადიციულად „ქალად“ ან „კაცად“ მიიჩნევა. ინტერსექს ადამიანს შეიძლება ერთი ტიპის გენიტალია (სასქესო ორგანო) ჰქონდეს
რას ნიშნავს ინტერსექსი?
ინტერსექსი არის ქოლგა-ტერმინი და აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სექსუალურ-რეპროდუქციულ ანატომიაში აქვთ ისეთი ვარიაციები, რომლებიც განსხვავდება იმისგან, რაც ტრადიციულად „ქალად“ ან „კაცად“ მიიჩნევა.
ინტერსექს ადამიანს შეიძლება ერთი ტიპის გენიტალია (სასქესო ორგანო) ჰქონდეს გარეთ და მეორე ტიპის — შიგნით. მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ქრომოსომათა ნაკრები, შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ არაერთგვაროვანი გენიტალიები. ეს ვარიაციები მათთვის შეიძლება დაბადებიდანვე იყოს ცნობილი ან მოგვიანებით აღმოაჩინონ.
ინტერსექსობა არ აღნიშნავს ადამიანის გენდერულ იდენტობას. ისევე, როგორც ენდოსექსი (არაინტერსექსი) ადამიანები, ინტერსექსი ადამიანიც შეიძლება ნებისმიერი გენდერის იყოს. გარდა ამისა, ინტერსექსი არ აღნიშნავს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას.
რამდენად ხშირია ინტერსექსობა?
ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, თუმცა დაახლოებით დათვლილია, რომ ყოველი 100 დაბადებული ადამიანიდან 1-2 არის ინტერსექსი, რის გამოც ინტერსექსობა იმაზე უფრო ხშირია, ვიდრე ჟღალთმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას უკიდურესად იშვიათ რამედ მიიჩნევს. აქტივისტების თქმით, წარმომადგენლობისა და ამ თემაზე ცნობიერების არსებობის ასეთი სიმცირე პირდაპირაა დაკავშირებული ისტორიულ სამედიცინო ძალადობასთან, რომელიც გამოუვლიათ ინტერსექს ადამიანებს.
ინტერსექსული ნიშან-თვისებების კომბინაციების აღსანიშნავად 30-ზე მეტი სამედიცინო ტერმინი არსებობს.
ტერმინ „ინტერსექსის“ ისტორია
ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედვით, ტერმინი „ინტერსექსი“ გვიანი 1700-იანი წლებიდან არსებობს. მე-20 საუკუნემდე ეს ტერმინი საკმაოდ იშვიათად გამოიყენებოდა და აღნიშნავდა ურთიერთობებს „სქესებს შორის“. თუმცა, თანამედროვე გაგებით, ეს ტერმინი პირველად 1917 წელს, გერმანელმა გენეტიკოსმა, რიხარდ გოლდშმიდტმა გამოიყენა.
სანამ ტერმინი „ინტერსექსი“ გახდებოდა პოპულარული, მე-18 და მე-19 საუკუნეებში ინტერსექსი ადამიანების აღსაწერად სამედიცინო ლიტერატურაში იყენებდნენ ტერმინ „ჰერმაფროდიტს“. ეს ტერმინი, რომელიც ახლა დამამცირებლად მიიჩნევა, ასოცირდებოდა მითოლოგიურ არსებასა და ისეთი სხეულისკენ ლტოლვასთან, რომელიც ქალისა და კაცის რეპროდუქციულ ანატომიას გააერთიანებდა.
1900-იან წლებში ექიმებმა ტერმინ „ინტერსექსით“ დაიწყეს ბიოლოგიური სქესის შესახებ არსებული ბინარული (ორობითი) წარმოდგენებისგან განსხვავებული ანატომიის მქონე ადამიანების აღნიშვნა. შემდეგი საუკუნის განმავლობაში, ინტერსექსი ადამიანები სამედიცინო საზოგადოების სტიგმის ქვეშ ექცეოდნენ — მათ აიძულებდნენ, არასაჭირო ქირურგიული ოპერაციები გაეკეთებინათ, რათა „გამოსწორებულიყო“ ის, რასაც ექიმები ადამიანის სხეულის ნორმებიდან გადახრად მიიჩნევდნენ.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1917 წელს, გენეტიკოსმა რიხარდ გოლდშმიტმა გამოიყენა ეს ტერმინი თავის ნაშრომში „ინტერსექსუალობა და სქესის ენდოკრინული ასპექტი“, „ინტერსექსი“ და „ჰერმაფროდიტი“ სტატიებში სინონიმებად გამოიყენებოდა 1920-იან, 30-იან და 40-იან წლებში. 1950-იანები ტერმინისთვის გარდამტეხი პერიოდი იყო. ამ დროს ფსიქოლოგმა, დოქტორმა ჯონ მანიმ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ინტერსექსი ადამიანები ფსიქოლოგიურად ჯანმრთელები იყვნენ, თუმცა, ის ამბობდა იმასაც, რომ უმჯობესი იყო, ბავშვები იმ გენდერს “დაემსგავსებინათ”, რომლადაც მათ ზრდიდნენ. ამ პერიოდიდან განსაკუთრებით ხშირი გახდა ბავშვების ანატომიის ცვლილების პრაქტიკა, რათა ის „კაცისას“ ან „ქალისას“ მორგებოდა. ზოგ ბავშვს საერთოდ არაფერს ეუბნებოდნენ იმაზე, რომ ასეთი პროცედურა ჩატარდა და ისინი მხოლოდ ზრდასრულობაში იგებდნენ, რომ ინტერსექსები იყვნენ.
1970-იანი წლებიდან აქტივისტებმა და ინტერსექსი თემის წარმომადგენლებმა დაიწყეს კამპანია, რათა ტერმინი დაებრუნებინათ როგორც იდენტობისა და თემის აღმნიშვნელი და არა — სამედიცინო დიაგნოზის. ამის მიზანი იყო, ხელი შესწყობოდა ინტერსექსად ყოფნის ნორმალიზებას და ადამიანებისთვის უფრო მარტივი ყოფილიყო იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ეს. დღეს აქტივისტები ეწინააღმდეგებიან არასაჭირო ქირურგიულ ოპერაციებს, განსაკუთრებით ინტერსექსი ბავშვების წინააღმდეგ.
1993 წელს დაფუძნდა ჩრდილოეთ ამერიკის ინტერსექსთა საზოგადოება (ISNA). ადვოკატირების ჯგუფებმა ხელი შეუწყვეს ინტერსექს ადამიანებთან მიმართებით არსებული ეთიკური პრობლემების დღის წესრიგში დაყენებას. მათ ხაზი გაუსვეს იმის მნიშვნელობას, რომ ქირურგიული ოპერაციები უნდა გადაიდოს, თუკი ისინი სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელი არ არის, რათა მოგვიანებით ბავშვები თავად იღებდნენ მონაწილეობას ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
1990-იან წლებში უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო საუბარი საკუთარ ინტერსექსობაზე და გამოცდილებაზე, ადრეულ 2000-იანებში კი გაიზარდა ინტერსექსი ადამიანების ხილვადობა მედიასა და წიგნებში.
სანამ ტერმინი „ინტერსექსი“ უპირისპირდებოდა იდეას, რომ ინტერსექსი ადამიანების სხეულში არაფერი იყო „გამოსასწორებელი“, 2005 წელს სამედიცინო სფეროში „ინტერსექსის“ აღსანიშნავად ახალი ტერმინოლოგია შემოვიდა — „სქესობრივი განვითარების აშლილობები“ (ინგლ. „Disorders of sex development“, იგივე DSD). ამ ფორმულირებით, ინტერსექსობა იყო არა ბიოლოგიური ვარიაცია, არამედ აშლილობა, რომელსაც სჭირდებოდა მკურნალობა. აქტივისტები შიშობენ, რომ ინტერსექსი ბავშვების მშობლები ვერ მოახერხებენ ოპერაციაზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, თუკი მათ ეტყვიან, რომ ბავშვს „სქესობრივი განვითარების აშლილობა“ აქვს. მათი თქმით, ინტერსექსობის აღსანიშნავად „აშლილობის“ გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ ის რაღაც არაჯანსაღი ან ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
დღესდღეობით ინტერსექსი ადამიანები ჯერ კიდევ იბრძვიან არაინფორმირებული და თანხმობის გარეშე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების წინააღმდეგ, ასევე, ცდილობენ კანონმდებლობის შეცვლას, რათა დაიცვან ინტერსექსი ბავშვები ამ პროცედურებისგან და მოიპოვონ დამოუკიდებლობა საკუთარ სხეულზე.
წყარო: Them.us, Verywellhealth.com
Don't Miss
გენდერის სამართლებრივი აღიარება, როგორც იდენტობის განსაზღვრის საფუძველი ტერმინი ,,გენდერის სამართლებრივი აღიარება“ გულისხმობს კანონებს, ადმინისტრაციულ პროცედურებს და პროცესს, რომლის საშუალებითაც ადამიანს
დისკურსი ჰომოსექსუალობის შესახებ ფსიქიატრიაში ჰომოსექსუალობა საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ინტერესის საგანს დასავლურ სამყაროში. მეცხრამეტე საუკუნემდე დისკურსს ჰომოსექსუალობის შესახებ უმთავრესად რელიგია ავრცელებდა
1907 წელს ნიუ-იორკში 3000-მდე ადამიანი დაინფიცირდა სალმონელას ტიფით. ეპიდემია სწრაფად გავცელდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10% იყო. ექიმი, რომელმაც დააიდენტიფიცირა ეპიდემიის
ქვიარ ადამიანები აღბეჭდილი არიან ფოტოებზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ლგბტქი უფლებები იქნებოდა ლეგალური, აღიარებული და დაცული. სტატიაში თავმოყრილია ისტორიული ფოტოები,
რას ნიშნავს ლგბტქი?
აკრონიმი ლგბტქი ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს ადამიანებს აღნიშნავს. აღნიშნული აბრევიატურის დამკვიდრებამდე, ლგბტქი თემის აღმნიშვნელ ტერმინად გამოიყენებდნენ სიტყვას გეი, მოგვიანებით კი ლგბ-ს. ლგბტქი კი გამოყენებაში 1990-იანებიდან ჩნდება.
ტერმინების დამკვიდრების მცირე ისტორიის შემდეგ, აბრევიატურის შემადგენელი თითოეული სიტყვა განვიხილოთ.
ლესბოსელი — ქალი, რომელსაც რომანტიკულად და სექსუალურად იზიდავს ქალები.
გეი — კაცი, რომელსაც რომანტიკულად და სექსუალურად იზიდავს კაცები.
ბისექსუალი — ადამიანი, რომელსაც რომანტიკული და სექსუალური ლტოლვა აქვს როგორც ქალების, ისე კაცების მიმართ.
ტრანსგენდერი — ქოლგა, კრებითი ტერმინი. ნიშნავს ადამიანს, რომლის გენდერული იდენტობა, გამოხატვა და ქცევა არ ემთხვევა მისი ბიოლოგიური სქესის მახასიათებლებისა და სქესთან მიბმული გენდერული როლის მოლოდინებს.
ქვიარი — აერთიანებს ყველა ადამიანს, რომელიც არაჰეტერონორმატიულია. ტერმინი მოიცავს ადამიანებს, რომლებიც, როგორც სექსუალური პრეფერენციის, ასევე — გენდერული იდენტობის მიხედვით, არაკონფორმულები არიან არსებული ჰეტერონორმატიული გარემოს მიმართ.
ინტერსექსი — ადამიანი, რომელიც სექსუალურ-რეპროდუქციული ანატომიის ვარიაციებით დაიბადა, რაც შეიძლება გამოიხატოს ქრომოსომულ, ჰორმონალურ და ფიზიოლოგიურ დონეზე.
ტერმინების დამკვიდრებისა და გამოყენების მცირე ისტორია
საუკუნეების განმავლობაში ლესბოსელი ასოცირებული იყო ბერძნულ კუნძულ ლესბოსის სახელწოდებასთან. ამავე კუნძულზე დაიბადა პოეტი საფო, რომელიც ლექსებს ერთი და იმავე სქესის ადამიანების სიყვარულს უძღვნიდა.
სიტყვა ლესბოსელი პირველად მე-16 საუკუნეში გამოიყენეს, თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ კუნძულ ლესბოსს უკავშირდებოდა. ლესბოსელის მნიშვნელობაში მისი თანამედროვე გამოყენება მე-19 საუკუნიდან დამკვიდრდა, როცა საფოს პოეზია ქალების სიყვარულთან გახდა ასოცირებული.
იმის გამო, რომ მეოცე საუკუნეში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების სიყვარული აკრძალული იყო, ტერმინს გეი შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სიტყვის ლგბტქი ადამიანების მიერ გამოყენებას 1960-იანებში ვაწყდებით, როცა აქტივისტებმა დეკადების განმავლობაში შეურაცხმყოფელ სიტყვად აღქმული ტერმინის დაბრუნება განიზრახეს. ამ ქმედებით ისინი ერთი და იმავე სქესი მქონე ადამიანების ურთიერთობის წინააღმდეგ არსებულ დისკრიმინაციულ კანონმდებლობას აპროტესტებდნენ.
მოგვიანებით, 1980 წელს, ესეისტმა ედმუნდ ვაითმა განაცხადა, რომ ტერმინმა გეი დაიკავა და გადაფარა სხვა შესატყვისი სიტყვები, რომლებიც იმ კაცების აღსაწერად გამოიყენებოდა, რომლებსაც ემოციურად და ფიზიკურად კაცები იზიდავდნენ.
1859 წელს, ანატომისტმა რობერტ ბენტლიმ სიტყვა ბისექსუალი პირველად გამოიყენა. სიტყვის ახლანდელი გაგება თავდაპირველ გამოყენებას მნიშვნელოვნად სცდებოდა და აღწერდა ერთსა და იმავე სხეულში მდედრისა და მამრის მახასიათებლებს.
ტერმინის ახლანდელი მნიშვნელობის დამკვიდრებაში მეცხრამეტე საუკუნის მეცნიერებსა და ფსიქოლოგებს მიუძღვით წვლილი. მათ შორის იყვნენ ევოლუციის მკვლევრები, ჰენრი ჰეველოკ ელისი და რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგი, რომელთა განცხადებით, თითოეულ სქესში ლატენტური ბისექსუალობა არსებობს.
1990-იანებიდან ტერმინებმა ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი (ლგბ) ფეხი მოიკიდა, როგორც ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე, განმათავისუფლებელ აქტივიზმში. მიუხედავად ამისა, ტერმინ ტრანსგენდერის აკრონიმში გაერთიანებას მეტი დრო დასჭირდა. სიტყვის გამოყენების პრეცედენტებს 1960-იანი წლებიდან ვაწყდებით. მაგალითად, 1965 წელს გამოცემულ ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოში, რომელიც პოპულარული გახდა აქტივისტის, ვირჯინია პრინცის გამო. ვირჯინია სქესსა და გენდერს ერთმანეთისგან განასხვავებდა და აცხადებდა, რომ ისინი განცალკევებული ცნებებია.
2000-იანი წლებიდან საზოგადოებამ ტერმინის ფართო გამოყენება დაიწყო. სიტყვამ ტრანსგენდერმა ლგბტქი აკრონიმში დაიმკვიდრა თავი და ნელ-ნელა ჩაანაცვლა სხვა, შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დამამცირებელი იყო.
აკრონიმში ქ-ც შედარებით მოგვიანებით გაჩნდა. 1910-იან წლებში ქვიარი გამოიყენებოდა იმ ადამიანთა შეურაცხყოფისთვის, რომლებიც განცალკევებულები იყვნენ ჰეტერონორმატიული საზოგადოებისგან. 1990-იან წლებში აქტივისტებმა სიტყვა ქვიარის დაბრუნება განიზრახეს, როგორც ეს სიტყვა გეის შემთხვევაში წარმატებით მოხდა. ამის განსახორციელებლად მათ აქტიურად დაიწყეს ქვიარის გამოყენება.
ტერმინის ინტერსექსი გამოყენება ექიმებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში იმ ადამიანების აღსაწერად დაიწყეს, ვისი ანატომიაც განსხვავებული იყო სქესის ტრადიციული ბინარული გაგებისგან.
1970-იანებში აქტივისტებმა და ინტერსექსი თემის წევრებმა საჯაროდ დაიწყეს ტერმინის დამკვიდრების საჭიროებაზე საუბარი. ინტერსექსი ადამიანების პირველი საჯარო დემონსტრაცია 1996 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა. აქტივისტებმა გამოიყენეს ისეთი ტერმინები, როგორიცაა ჰერმაფროდიტი, ინტერსექსი. აქტივისტების მოთხოვნით, ექიმებს პაციენტებთან შეუთანხმებელი ქირურგიული ოპერაციები უნდა შეეწყვიტათ. სწორედ ამ დღის პროტესტის შედეგად ჩაეყარა საფუძველი ინტერსექსი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დღეს.
წყაროები:
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ