თბილისის საქალაქო სასამართლო

დოროყაშვილი მოსამართლეზე: განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამართლების შემდეგ ნელი დოროყაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. მისი თქმით, ხარჩილავამ განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. “ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის მაგალითია — Tbilisi Pride

თბილისი პრაიდი დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს უწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 5 ივლისის თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენის ნაწილში გამართლდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ვადა შეუმცირდათ. “მიგვაჩნია, რომ სააპელაციო

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის მაგალითია — Tbilisi Pride

თბილისი პრაიდი დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს უწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 5 ივლისის თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენის ნაწილში გამართლდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

“მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია. 5 ივლისის სასტიკი თავდასხმა ლგბტ/სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე სათანადოდ არ შეფასებულა არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არც საქართველოს პროკურატურის მიერ, არ წარმოდგენილა რელევანტური მტკიცებულებები, რამაც განაპირობა სასამართლოში ამ შემაშფოთებელი შედეგის დადგომა”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

თბილისი პრაიდის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შსს და პროკურატურა ხელს აფარებენ 5 ივლისის ძალადობის უშუალო ორგანიზატორებს, მათ შორის, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოსა და გიორგი ქარდავას. მიუხედავად თბილისი პრაიდის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის არაერთი მიმართვისა და მტკიცებულებების არსებობისა, დღემდე არცერთ მათგანს არ აქვს ბრალი წარდგენილი.

“მსგავსი ქმედებები ახალისებს სიძულვილის ჯგუფებს, განაგრძონ თავდასხმები უმცირესობების წარმომადგენლებზე და ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. 5 ივლისის ძალადობრივმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს რეპუტაცია, რის აღსადგენადაც აუცილებელია ძალადობრივი მოვლენების ეფექტური გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა”, — წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თანმიმდევრულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისის საქმე და სათანადოდ დასაჯონ თავდასხმის ორგანიზატორები და მონაწილეები.

სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის საქმეზე მსჯავრდადებულებს სასჯელი შეუმცირა. გადაწყვეტილება 16 იანვარს, მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.

5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი — დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი — მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილში გამართლდა, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 5-წლიანი პატიმრობა მსჯავრდადებულებს 4 წლამდე შეუმცირდათ.

2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, ჰომოფობიურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ქვიარ აქტივისტების ოფისები და ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით გარდაიცვალა. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

დოროყაშვილი მოსამართლეზე: განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამართლების შემდეგ ნელი დოროყაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. მისი თქმით, ხარჩილავამ განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს.

“ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სული. თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?! მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობა გამოვლილი ქალისთვის. დიახ, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს?! ეს არ მიანიშნებს ქართული, სტერეოტიპებით, ნაცნობებით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე?! ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?!”, — წერს დოროყაშვილი.

მისი თქმით, გაივლის ყველა ინსტანციას და ეს ქეისი გახდება მაგალითი.

“სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ ქეისს გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა. მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას, სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2-წლიანი განხილვის შემდეგ, ბრალდებულის მხოლოდ 10-წუთიან რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო პირდაპირ 2 წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და ეთქვა მაშინვე, არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო”, — წერს ნელი დოროყაშვილი.

ის მადლობას უხდის მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს და აცხადებს, რომ ახლა იწყებს რეალურ ბრძოლას.

დღეს, 21 ოქტომბერს ნელი დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გაამართლა.