შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო მოსმენაზე 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ ჟურნალისტებზე თავდასხმას და ეს შესაძლებლობა არ განუხილავთ. „სამწუხაროდ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, ჟურნალისტებზე აგრესიული
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო მოსმენაზე 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ ჟურნალისტებზე თავდასხმას და ეს შესაძლებლობა არ განუხილავთ.
„სამწუხაროდ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, ჟურნალისტებზე აგრესიული თავდასხმა ამ მასშტაბით არასდროს მომხდარა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო, ამ შემთხვევაში ეს ალტ-ინფო და სხვა მოსახლეობა იყო, რაც მიუღებელია და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ეს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებზე არ იყო, ყველაზე იყო, ფოტოგრაფიც კი სცემეს, რომელსაც ტელევიზიის ნიშანი არ ჰქონდა. ფიზიკურად იძალადეს. რატომ ვერ მოხდა გეტყვით, დაახლოებით რვა ლოკაციაზე იყო პოლიციის პატარ-პატარა ჯგუფები გაშლილი. აგრესია შეიძლება მომხდარიყო მსვლელობაზე, სადაც შეიკრიბებოდნენ ეს ადამიანები [ღირსების მარშის მონაწილეები]. პოლიციის ძირითადი ნაწილი ფილარმონიასთან იყო გადასროლილი, ვერის ბაღში და ასე შემდეგ, რომ სულ ცოტა კედელი აღგვემართა და გაგვეყვანა ეს ადამიანები იქიდან. სპონტანურად მოხდა რამდენიმე ადგილზე ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა. აქედან გამომდინარე, მესმის ჩვენი გასაკეთებელი იყო, არავის ვაბრალებ, არც თავს ვიმართლებ, ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არ დაგვიშვია, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა, ფიზიკური ზეწოლა მითუმეტეს. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, არ განგვიხილავს ეგ ფაქტი. მომავალში იმედია აღარ მოხდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მითუმეტეს ჟურნალისტებზე და პრესაზე აღარ მოხდეს თავდასხმა, მთლიანი აქცენტი გადატანილი იყო ლგბტქი ადამიანებზე. სამწუხაროდ მოხდა ეს“, – აღნიშნა გომელაურმა.
მისი თქმით, 5-6 ივლისამდე ღირსების მარშის ორგანიზატორებთან შეხვედრები გამართეს, კვირეულის პირველი ორი ღონისძიება წარმატებულად ჩატარდა, მსვლელობასთან დაკავშირებით კი სხვადასხვა შესაძლებლობა განიხილებოდა, „მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა და თემა გაჩერდა“.
Don't Miss
2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავა.
26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი
კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის აქცია მოჰყვა. 30-მდე შეკრებილი, მღვდლების
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა. გიორგი ქარდავას,