6 ივლისს, ბალენსიაგამ 2022-2023 წლის შემოდგომა-ზამთრის მაღალი მოდის (haute Couture) კოლექცია წარადგინა. მოდის სახლის ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ ბალენსიაგაში მაღალი მოდის ჩვენება 2021 წელს, 53-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა, წელს კი კიდევ უფრო
წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა, დემნამ, რომელიც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, პარიზის მოდის კვირეულზე 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა.
დემნას ჩვენებები ყოველთვის გამორჩეულია ინოვაციური გადაწყვეტილებებით — ანიმაციური სერიალის ეპიზოდით წარდგენილი კოლექცია თუ ზამთრის ქარიანი დეკორაცია ამის მაგალითია. ამჯერად დემნამ “ტალახის შოუს” მოწყობა გადაწყვიტა, რაც მოდის მიმართ არსებული ზედაპირული დამოკიდებულების მიღმა რეალური იდენტობის, სიმართლის ძიების მეტაფორაა.
წაიკითხეთ ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის წერილი, რომელიც შოუზე მისულ სტუმრებს დახვდათ. წერილში დემნა მოდაში არსებული ცრუ იდენტობის, ზედაპირულობის, საკუთარი კრეატიული პროცესისა და შოუს კონცეფციის შესახებ საუბრობს.
“მძულს ჩარჩოები და იარლიყები, მძულს, როცა იარლიყებს მაწებებენ და ჩარჩოში მაქცევენ. საზოგადოებას, ინტერნეტს და ზოგადად მსოფლიოს უყვარს ეს, რადგან ასე უფრო უსაფრთხოა.
ადამიანს გამბედაობა და სიმტკიცე სჭირდება, რათა თავისი იდენტობისა და რეალური ვინაობის ბოლომდე გათავისება შეძლოს. ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა. რაც უფრო ცდილობ, რომ საკუთარი თავის ავთენტური ვერსია იყო, სახეში უფრო მეტი მუშტი გხვდება. მაგრამ რა შესანიშნავია ერთმანეთისგან განსხვავებულობა.
გამოწვევაა, დარტყმებისა და დაცემის შემდეგ ადგე და შენი რეალური არსისკენ სვლა განაგრძო.
მოდას, ყველაფერ სხვაზე მეტად, უყვარს ჩარჩოები და იარლიყები. მდიდრული, ნაკლებად მდიდრული, ქუჩის სტილი, მაღალი მოდა, კარგი, ცუდი, ხმამაღალი, ვირუსული, ერთი და იგივე, ვის ადარდებს. მდიდრული მოდის დახვეწილობის, ექსკლუზიურობის, ვიზუალურად ძვირი მახასიათებლების ჩარჩოში მოქცევა შეზღუდული და მოძველებულია. მოდაში ინდივიდუალიზმი იმ ფსევდოტრენდებამდეა დამცრობილი, რომელსაც ცნობილი სახეები სთორებში პოსტავენ.
გადავწყვიტე, აღარ ავხსნა ჩემი კოლექციები, სიტყვით არ განვმარტო ჩემი დიზაინი. ამის ნაცვლად გონების მდგომარეობა გამოვხატო. მოდა ვიზუალური ხელოვნებაა და საჭიროა, რომ სხვისი მზერით დანახვა შევძლოთ. საუკეთესო შემთხვევაში, მოდას არ უნდა სჭირდებოდეს ამბავი, რომ გაიყიდოს. ის ან მოგწონს ან — არა.
ამ შოუს დეკორაცია დედამიწის სიღრმეში მიმალული სიმართლის ამოთხრის მეტაფორაა. მოგვეცით, მიეცით ყველას საშუალება, რომ იყვნენ, ვინც უნდათ და ომის ნაცვლად სიყვარული აირჩიეთ.
დემნა”.
Don't Miss
“Last Christmas” მრავალი წელია საახალწლო ჰიტია, რომელიც ჩაგვესმის მაშინაც კი, როცა არ არის ჩართული. სინგლი 1984 წელს გამოვიდა. მას შემდეგ
ნეტფლიქსის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში ექვსი მამა მიმართავს ტრანსგენდერ შვილს. ფილმში მამები სიყარულისა და სიამაყის გრძნობით ყვებიან თავიანთი ტრანსგენდერი შვილების შესახებ
ქვიარ ადამიანები აღბეჭდილი არიან ფოტოებზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ლგბტქი უფლებები იქნებოდა ლეგალური, აღიარებული და დაცული. სტატიაში თავმოყრილია ისტორიული ფოტოები,
Aikāne ჰავაიურ ენაზე ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის სიყვარულს ნიშნავს. სწორედ ჰავაიში მოგაზურობისას გაუჩნდათ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გადაღების იდეა
6 ივლისს, ბალენსიაგამ 2022-2023 წლის შემოდგომა-ზამთრის მაღალი მოდის (haute Couture) კოლექცია წარადგინა. მოდის სახლის ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ ბალენსიაგაში მაღალი მოდის ჩვენება 2021 წელს, 53-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა, წელს კი კიდევ უფრო ამაღელვებელი სანახაობით დაბრუნდა.
მაღალი მოდის ჩვენება ხელოვნური ინტელექტის მიერ წაკითხული სასიყვარულო წერილით დაიწყო, მოდელების სტილი კი მომავლის დისტოპიური წარმოდგენებს ასახავდა. დემნას თქმით, მისი წარმოდგენით ეს კოლექცია „მომავლიდან წარსულამდე გადებული ხიდია“, ამიტომ ჩვენება ამრეკლავი ნიღბებით, გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი ჩაცმულობით, სხეულზე მჭიდროდ მორგებული სამოსით, სამუშაო იარაღების ყუთის შთაგონებით შექმნილი ჩანთებითა და ყოველდღიური მოდის ნიმუშების მაღალი მოდის მოგრძნობელობის ჩვენებით დაიწყო, რაც დახვეწილი ქსოვილებით, მასობრივი კაბებით, მინიმალური მაკიაჟით გაგრძელდა და კრისტობალ ბალენსიაგას დროინდელი კოლექციების გავლენა დემნას მზერით დაგვანახა.
„წელს გადავწყვიტე, რომ კოლექციაში ჩემი თავი მეტად წარმომეჩინა და ერთგვარად ახალი მომავალი მეძებნა… მივხვდი, რომ კუტიური ის ერთადერთი რამეა, რისი კეთებაც მიყვარს და მინდა, ვაკეთო. და გარკვეულწილად, ეს სასიყვარულო წერილია იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს, ასევე ჩემი სამსახურის, ხელოვნების მიმართ, რომელსაც ვემსახურები“, — აღნიშნა დემნამ.
ბალენსიაგას მაღალი მოდის ჩვენება ვარსკვლავებით იყო დახუნძლული, შეკრებილმა აუდიტორიამ ისეთი ცნობილი სახეები იხილა, როგორიც ნიკოლ კიდმანი, დუა ლიპა, კიმ კარდაშიანი, ნაომი კემპბელი და ბელა ჰადიდი არიან. ჩვენებას მუსიკალურ გაფორმებაზე დემნას პარტნიორმა, ლოიკ გომეზმა (სასცენო სახელი BFRND) იზრუნა.
მოდის გამოცემა Tatler-მა ჩვენებასთან დაკავშირებით დაწერა — „გაბედული, ლამაზი, და წესების დამმკვიდრებელი. ეს ბალენსიაგას სამყაროა და ჩვენ უბრალოდ მასში ვხოვრობთ“.
Vogue-მა კი მოდის მოყვარულებს აცნობა — „კიდევ ერთხელ მოგესალმებით დემნას მოდის მულტივერსის მღელვარე დისტოპიაში“.
Don't Miss
“Last Christmas” მრავალი წელია საახალწლო ჰიტია, რომელიც ჩაგვესმის მაშინაც კი, როცა არ არის ჩართული. სინგლი 1984 წელს გამოვიდა. მას შემდეგ
ნეტფლიქსის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში ექვსი მამა მიმართავს ტრანსგენდერ შვილს. ფილმში მამები სიყარულისა და სიამაყის გრძნობით ყვებიან თავიანთი ტრანსგენდერი შვილების შესახებ
ქვიარ ადამიანები აღბეჭდილი არიან ფოტოებზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ლგბტქი უფლებები იქნებოდა ლეგალური, აღიარებული და დაცული. სტატიაში თავმოყრილია ისტორიული ფოტოები,
Aikāne ჰავაიურ ენაზე ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის სიყვარულს ნიშნავს. სწორედ ჰავაიში მოგაზურობისას გაუჩნდათ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გადაღების იდეა