მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მდედრი ბოთლცხვირა დელფინების კლიტორი იმდენად არის განვითარებული, რომ სიამოვნების განცდა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, დელფინებს ლესბოსური სექსი მთელი წლის განმავლობაში აქვთ. აკადემიურ გამოცემა – Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევა 11 მდედრი
ბოთლცხვირა დელფინებს ლესბოსური სექსი აქვთ
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მდედრი ბოთლცხვირა დელფინების კლიტორი იმდენად არის განვითარებული, რომ სიამოვნების განცდა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, დელფინებს ლესბოსური სექსი მთელი წლის განმავლობაში აქვთ.
აკადემიურ გამოცემა – Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევა 11 მდედრი ბოთლცხვირა დელფინის გენიტალიების შესწავლას ემყარება, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ მათი კლიტორის კავერნოზულ სხეულს ნერვული დაბოლოებები აქვს.
„აქამდეც ვიცოდით, რომ დელფინებს სექსი უწყვეტად აქვთ, არამხოლოდ გამრავლების მიზნით, არამედ სოციალური მიზეზებითაც. აღნიშნული კვლევა ამ ფაქტის უკეთ გაგებაში გვეხმარება, მათი ადამიანის მსგავსი კლიტორი ხომ სიამოვნების მიღების შესაძლებლობას იძლევა. მამრ დელფინებს კი გეი სექსი აქვთ. ბოთლცხვირა დელფინები ჰიპერსექსუალური არსებები არიან“, – აღნიშნა პატრისია ბრენანმა, კვლევის ავტორმა.
ბრენანის თქმით, ცხოველების სექსუალობა ნაკლებად არის შესწავლილი, არადა ეს ევოლუციის პროცესის უკეთ გასაგებად აუცილებელია.
მკვლევარი მომდევნო კვლევის ჩატარებას ალპაკებზე დაკვირვებით აპირებს, რადგან ამ ცხოველებს ჩლიქოსნებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ნახევარსაათიანი სქესობრივი აქტიც კი აქვთ.
წყარო: Advocate
Don't Miss
წელს ლივერპული უკრაინის სახელით კიევის ყოველწლიურ პრაიდის მსვლელობას უმასპინძლებს, ხოლო ქალაქის მარში უკრაინელ ორგანიზატორებთან KyivPride-თან ერთად გაიმართება. ამჟამად კიევში მსვლელობის
“დაიცავი გამოხატვის თავისუფლება” – ამ სახელწოდებით დღეს, 3 ივნისს, 21:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები გუშინ ღამით განვითარებულ
თბილისი პრაიდის ინფორმაციით, კვირეული 1-8 ივლისს ჩატარდება და მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალი, შესაძლოა, აღარ დააფინანსოს. ცენტრის უკმაყოფილება გამოიწვია გოეთეს ინსტიტუტის სტატიამ, რომელშიც, ცენტრის