ბიონსეს შედევრი რენესანსის ტურნე, ნაწილობრივ სასიყვარულო წერილია იმ სუბკულტურებისადმი, რომლებიც შავკანიანი ტრანს ქალების პიონერები იყვნენ. გასულ კვირას მან ტრანსგენედრთა საზოგადოებას მიმართა, რამაც გულშემატკივარი გაახარა. კენდის პერსუასიანმა, ტრანსგენდერმა დრეგ არტისტმა, TikTok-ზე მომღერლის კონცერტიდან
ბიონსეს შედევრი რენესანსის ტურნე, ნაწილობრივ სასიყვარულო წერილია იმ სუბკულტურებისადმი, რომლებიც შავკანიანი ტრანს ქალების პიონერები იყვნენ. გასულ კვირას მან ტრანსგენედრთა საზოგადოებას მიმართა, რამაც გულშემატკივარი გაახარა.
კენდის პერსუასიანმა, ტრანსგენდერმა დრეგ არტისტმა, TikTok-ზე მომღერლის კონცერტიდან ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ბიონსე როდესაც მაყურებლებს მადლობას უხდის ამჩნევს პლაკატს, რომელიც პერსუასიანის უჭირავს და მიკროფონში კითხულობს მას: „ტრანსი ლამაზია“.
პერსუასიანი TikTok-ზე წერს: „ბიონსემ ჩემი პლაკატი წაიკითხა! გმადლობთ დედოფალს, რომ შექმნა უსაფრთხო ადგილები ქვიარ და ტრანს ადამიანებისთვის“!
„ვიცოდი, რომ ეს მომენტი ჩემზე დიდი იყო, ეს იყო ყველასთვის, ვინც ტრანს საზოგადოების ნაწილია. ბიონსე ნამდვილად გვხედავს და სურს, რომ დაფასებულნი ვიყოთ“!
თუ გავითვალისწინებთ ლგბტქი ადამიანების, განსაკუთრებით ტრანსგენდერი ქალების მიმართ სიძულვილის ამჟამინდელ მასშტაბებს, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურნეზე ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ მცირე შეძახილიც კი განსხვავებას ქმნის. გარდა ამისა, გასულ კვირას, ბიონსემ მოკლედ განაახლა თავისი ვებ-გვერდი, რათა პატივი მიაგო ო’შა სიბლისადმი, რომელიც ბრუკლინის ბენზინგასამართ სადგურზე მისი მუსიკის მოსმენის დროს ვოგის ცეკვის გამო მოკლეს.
© James Factora/Them
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ