ფემინისტურმა და ქვიარ ორგანიზაცია GrlzWave-მა 28 თებერვალს ჯგუფური გამოფენა, ფემინურობისა და მასკულინობის გასაყარზე გახსნა. გამოფენა გალერეა ფუნგუსის სივრცეში, თბილისში, ია კარგარეთელის 2 ნომერში მასპინძლობს დამთვალიერებლებს. გამოფენაზე დასწრება უფასოა, ხოლო დაინტერესებული პირები ნამუშევრების
ფემინისტურმა და ქვიარ ორგანიზაცია GrlzWave-მა 28 თებერვალს ჯგუფური გამოფენა, ფემინურობისა და მასკულინობის გასაყარზე გახსნა. გამოფენა გალერეა ფუნგუსის სივრცეში, თბილისში, ია კარგარეთელის 2 ნომერში მასპინძლობს დამთვალიერებლებს. გამოფენაზე დასწრება უფასოა, ხოლო დაინტერესებული პირები ნამუშევრების ნახვას მომდევნო კვირაშიც შეძლებენ.
გამოფენის მთავარი თემა გენდერის ბინარულ ჭრილში დეკონსტრუქციაა. Grlzwave-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების თანახმად, პატრიარქატულ სამყაროში გენდერი ბინარულ სისტემაშია და დანარჩენი ყველაფერი ამის მიხედვით ყალიბდება. რადგან გარეგნობა საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საშუალებაა, იგი ხშირად ხდება გენდერული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი. გამოფენა იკვლევს და ანგრევს იმ გენდერული ნორმებისა თუ გენდერის იდეას, რომელიც ცნობილია დღევანდელ საზოგადოებაში.
ექსპოზიცია მნახველებს სამი ფოტოგრაფის: ელენე დუდუჩავას, მარიკა ქოჩილაშვილის, სალომე ვარდანაშვილისა ფოტოპროექტსა და პარი ბანუ ასგარის სამნაწილიან პერფორმანსს სთავაზობს. ბანუ ასგანმა პერფორმანსის პირველი ნაწილი გამოფენის პირველ დღეს, 28 თებერვალს წარუდგინა დამთვალიერებელს, ხოლო დარჩენილი ორი ნაწილი მომდევნო კვირაში, 19:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე გაიმართება.
GrlzWave-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თეკლა თევდორაშვილის განცხადებით, მონაწილეებისთვის ღია კარის კონკურსი გამოცხადდა და 4 მონაწილე, რომელიც გამოფენაზე თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენს, სწორედ აპლიკაციების მიხედვით შეირჩა.
“ამ გამოფენის მთავარი მიზანია გენდერის დეკონსტრუქცია ხელოვნების საშუალებით და სოციალური თემების წინ წამოწევა. ზოგადად, ძალიან გვინდა, რომ არტივიზმის მიმართულება განვავითაროთ და სოციალურ საკითხებზე ხელოვნების ხელსაწყოების გამოყენებითაც ვისაუბროთ, რათა ის მნიშვნელოვანი თემები მივიტანოთ აუდიტორიასთან, რომლებზეც ვმუშაობთ. ფუნგუსის სივრცეში გვაქვს ფოტოპროექტები, მათ შორის, მარიკა ქოჩიაშვილის ფოტოპროექტი და სკულპტურა, და, ასევე, ბანუს პერფორმანსები, რომლის პატარა sneak peak ინსტალაცია გვქონდა 26 თებერვალს მტკვარზე”, — აღნიშნა თეკლა თევდორაშვილმა.
გამოფენის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების